ლეონარდო დიკაპრიო მოწმის სახით გამოიკითხა ფულის გათეთრების საქმეში, რომელშიც ბრალი რეპერ Pras-ს ედება

დიკაპრიოს თქმით, ბრალდებულს 1990-იანი წლებიდან იცნობს, როდესაც კონცერტის კულისებში შეხვდა.
ფოტო: მაიკ კოპოლა


ლეონარდო დიკაპრიო ფედერალური  სასამართლოს მიერ მოწმის სახით გამოიკითხა. საქმე ეხება საერთაშორისო მასშტაბით ფულის გათეთრების სქემას, რომელზეც ყოფილი რეპერია ბრალდებული. 

1990-იანი წლების ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის –  Fugees-ის დამფუძნებელ რეპერ Pras-სის წინააღმდეგ აღძრული საქმის მიხედვით, ჰიპ-ჰოპ არტისტი ძებნილი მალაიზიელი ფინანსისტისგან ანონიმური დონორების მეშვეობით ფულს იღებდა, რათა ბარაკ ობამას 2012 წლის საარჩევნო კამპანია დაეფინანსებინა. ბრალდების მხარე ასევე აღნიშნავს,რომ რეპერი Pras ხსენებული ფინანსისტის წინააღმდეგ სამართლებრივი გამოძიების ჩახშობას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებშიც ცდილობდა. 

სასამართლო საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა მალაიზიელი ბიზნესმენი ჯო ლოუ. Მას ბრალი ედება ფულის გათეთრებისა და კორუფციული სქემის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში. ამ ფინანსურმა სქემამ მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა. 

დიკაპროს კავშირი ამ საქმესთან ბიზნესმენ ჯო ლოუსთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. ჯო ლოუ ფილმის The Wolf of Wall Street ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. ბიზნესმენი ამჟამად იძებნება, თუმცა საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდების თანახმად, რეპერი Pras ჯო ლოუს ერთ-ერთი მთავარი თანამზრახველი და დონორებთან მაკავშირებელი არხი იყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ 2012 წლის ივნისიდან, ამავე წლის ნოემბრამდე ლოუმ 21,6 მილიონი დოლარი გადარიცხა რეპერის ანგარიშზე, რათა შემდგომ ფული  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფონდში შეეტანა. ამ სქემის მსვლელობისას, Pras-მა დაახლოებით 20 დონორს გადაუხადა ფული, რომ მათ თანხა საკუთარი სახელით გადაერიცხათ ისე, რომ ფულის წარმომავლობის კვალი დაფარულიყო.

გამოკითხვაზე დიკაპრიომ დაადასტურა, რომ  ლოუს 2010 წელს ლას ვეგასში გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა. „მე მას ვიცბნობდი, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, რომელსაც ჰქონდა ახლო კონტაქტები აბუ დაბისა და მალაიზიაში“ – განაცხადა დიკაპრიომ ჩვენებისას.  

ოსკაროსანმა მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ რეპერ Pras-საც იცნობდა. დიკაპრიოს თქმით, რეპერს 90-იან წლებში Fugees-ის კონცერტისას კულისებში შეხვდა. 

ლოუ ცნობილი იყო თავისი კავშირებით ვარსკვლავებთან და ხშირად აწყობდა დიდ წვეულებებს. ამ წვეულებებს რამდენჯერმე ლეონარდო დიკაპრიოც დაესწრო. 

ჯო ლოუ დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის დონორიც იყო, საბოლოოდ კი ფილმის –  The Wolf of Wall Street დასაფინანსებლად მსხვილი ინვესტიცია ჩადო. 

როგორც დიკაპრიომ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, მან ლოუს ფინანსები საგულდაგულოდ შეამოწმა იქამდე, სანამ მასთან საქმიან ურთიერთობას დაიწყებდა. 

ჩემმა გუნდმა და სტუდიამ ლოუსთან საქმიანი კავშირის დროს მწვანე შუქი ამინთო. ამ ურთიერთობისას ლოუ კანონიერი ბიზნესმენი იყო, რომელსაც ფილმის პროექტში ფულის ინვესტირება სურდა.“ – აღნიშნა დიკაპრიომ. ლეონარდო დიკაპრიომ ჯო ლოუსთან პირადი დიალოგის გაიხსენა. ამ საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ობამას მეორე ვადით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისათვის მსხვილი დაფინანსების გაღებას აპირებდა. „ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო – 20-30 მილიონი დოლარის ოდენობით. ამაზე მე ვუპასუხე – ეს ძალიან დიდი ფულია“ – გაიხსენა მსახიობმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ვთამაშობთ კაბუკის” – პრემიერა სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

დისნეი და დუეინ ჯონსონი „მოანას” კინოფილმს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

აბდულ მაჯიდ აბდულა – არტისტი, რომელიც ათწლეულებია, არაბულ მუსიკას განსაზღვრავს

„ტარაბის პრინცი”, რომელიც „ბილბორდ არაბეთს" წარმოადგენს პროექტში Billboard's Global No. 1s, კარიერის მეოთხე ათწლეულშიც განაგრძობს ჩარტების ლიდერობას.
მეტი

50 Cent გამოეხმაურა Lil Baby-ს აღიარებას, რომ მან აზარტულ თამაშებში 8 მილიონი დოლარი ერთ დღეში წააგო

50 Cent-მა Lil Baby-ს ინტერვიუს ფრაგმენტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
მეტი

არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მომღერლის მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მკურნალობას გადიან და ამიტომ დროებით ცხოვრობენ საავადმყოფოებში.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

ხატია ბუნიათიშვილმა შოუს მსვლელობისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
მეტი
Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

Pop Shop Podcast-ში ენდრიუ რიჯლიმ მუდმივად აქტუალურ ჰიტზე, Last Christmas-ზე ისაუბრა, რომელიც შესრულებულია საბრინა კარპენტერის, ჩაპელ როიანის, არიანა გრანდეს, ტეილორ სვიფტის და სხვა მრავალი ცნობილი მომღერლის მიერ.
მეტი