ბიონსე ტინა ტერნერს პატივს მიაგებს: „მიყვარხარ უსასრულოდ”

2008 წლის გრემის დაჯილდოებაზე ვარსკვლავებმა დუეტი შეასრულეს.
ბიონსე და ტინა ტერნერი 2008 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Michael Caulfield/WireImage

ბიონსე ტინა ტერნერის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.

„ჩემო საყვარელო დედოფალო, მიყვარხარ უსასრულოდ. უზომოდ მადლიერი ვარ შენი შთაგონებისა და ყველა იმ გზისთვის, რომელიც შენ გაკვალე. შენ ხარ ძალა და შეუპოვრობა. შენ ხარ სიძლიერისა და სიყვარულის განსახიერება. ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ გამოვცადეთ შენი კეთილშობილება და ლამაზი სული, რომელიც სამუდამოდ იცოცხლებს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია.”

იმის გარდა, რომ ტინა ტერნერი ბიონსეს შთაგონების წყარო იყო, მათ ასევე ერთად შეასრულეს დუეტი 2008 წლის გრემის 50-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. ვარსკვლავებმა სცენაზე ტერნერის ჰიტი Proud Mary იმღერეს.

ტინა ტერნერის გარდაცვალების შესახებ განცხადება მის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნდა. „დიდი მწუხარებით გაცნობებთ ტინა ტერნერის გარდაცვალების შესახებ. მისი მუსიკითა და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით მან მსოფლიოს გარშემო მილიონობით ფანი მოაჯადოვა და ხვალინდელი დღის ვარსკვლავების შთაგონება გახდა. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, რომელმაც დიდი შემოქმედება დაგვიტოვა: მისი მუსიკა. ჩვენი თანაგრძნობა ოჯახს. ტინა, ძალიან მოგვენატრები,” – წერია განცხადებაში.

ნახეთ ბიონსეს წერილი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თანამედროვე ჯაზის და საგუნდო მუსიკის სინთეზი – კონსერვატორიაში ნუცი ნებიერიძის და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი