ლიზოს თქმით, ონლაინ „ბოდიშეიმინგის” შემდეგ შემოქმედების გაგრძელების ძალა ბიონსემ მისცა

მომღერალი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ახალ TikTok ვიდეოში ლიზო ფანებს უზიარებს, თუ როგორ ეხმარება ბიონსეს ალბომი Renaissance ონლაინ ბულინგის მანკიერ ტალღასთან გამკლავებაში. 

„დღეს ერთ-ერთი ის დღე იყო, როცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი – ძალიან გაბრაზებული სამყაროზე. ბევრი გაბოროტებული ადამიანი მაბულინგებდა ინტერნეტში და ამის გამო დანებებას ვაპირებდი.” 

მიუხედავად იმისა, რომ ლიზოს ტვიტერის ანგარიში საჯარო არ არის, მისი თქმით, სიძულვილის ენას მაინც აწყდება მონიშნულ პოსტებსა თუ „ნიუს ფიდში”. „თქვენ არ იცით, რამდენად ახლოს ვიყავი, რომ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა,” – წერს მომღერალი. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბიონსეს დახმარებით ის თავს ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს.  „არსებობს დღეები, როცა სიძულვილი გადაწონის ხოლმე სიყვარულს და ამ დროს მინდება, რომ შევეშვა მუსიკას და უბრალოდ გავქრე. შემდეგ კი ჩემს თავს ვახსენებ, რომ უნდა ავდგე, გარეთ გავიდე და ვისიამოვნო. და ამ დროს ვრთავ Renaissance-ს.

ლიზომ ბიონსეს ალბომიდან რამდენიმე მისთვის საყვარელი ტექსტიც გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს სიტყვები მას ძალას აძლევს.

ლიზო დიდი ხანია, რაც ბიონსეს ფანია და სწორედ მას ასახელებს თავისი შემოქმედების შთაგონებადაც. როცა 2023 წელს წლის ჩანაწერისთვის გრემის მფლობელი გახდა, ლიზომ ბიონსეს სცენიდან მადლობა გადაუხადა. 

„შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. დიდი მადლობა. შენ ნამდვილად ჩვენი ცხოვრების არტისტი ხარ!”

ნახეთ ლიზოს TikTok

@lizzo

Get Up, Get Out, Get sum Sun: RELEASE THE WIGGLE

♬ CHURCH GIRL – Beyoncé
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

No Doubt-ის მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Don’t Speak, YouTube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

შემდეგი სტატია

De-Phazz-ის კონცერტი „რესპუბლიკაში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი