პრემიერ-მინისტრობამდე სილვიო ბერლუსკონი მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა

მეოცე საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში ბერლუსკონის მუსიკალური კომპანია არაერთ იტალიელ არტისტს კარიერის განვითარებაში დაეხმარა და ვარსკვლავად აქცია.
ფოტო: დანიელ მიჰაილესკუ

12 ივნისს პრემიერი, ბიზნესმენი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკურ კარიერამდე ბერლუსკონი მუსიკალურ ბიზნესში მოღვაწეობდა და მუსიკალური ლეიბლი ჰქონდა. მეოცე საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში მისი მუსიკალური კომპანია არაერთ იტალიელ არტისტს კარიერის განვითარებაში დაეხმარა და ვარსკვლავად აქცია. ამ  ვარსკვლავებს შორის ვხვდებით ისეთი სახელებს, როგორებიც არის: ქრისტინა დ’ავენა, საბრინა სალერნო, ამბრა ანჯოლინი და ფრანჩესკო სალვი.

50-იან წლებში ბერლუსკონი საკრუიზო გემებზე მომღერლად მუშაობდა. სწორედ ამ საქმიანობისას შეხვდა თავის მეგობარს და მომავალ პროფესიულ პარტნიორს ფადელ კონფალონიერს. კონფალონიერი მომავალში ბერლუსკონის მედია გიგანტი კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. 

მედია იმპერიის შექმნაში მუსიკამ დიდი როლი ითამაშა. 80-იან და 90-იან წლებში ბერლუსკონი იტალიურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 1981 წელს, მან თავისი პირველი ხმისჩამწერი კომპანია Five Record დააფუძნა. 1991 წელს კომპანიამ სახელი შეიცვალა და RTI Music ეწოდა. 

ლეიბლმა გამოსცა ისეთი მომღერლების ალბომები, როგორებიც არიან: ქრისტინა დ’ავენა, საბრინა სალერნო, ამბრა ანჯოლინი, ლორელა კუკარინი, ჯორჯიო ფალეტი და ფიორელო. სხვადასხვა არტისტის ალბომებიდან არაერთი სიმღერა იტალიური მუსიკალური სცენის ჰიტად იქცა.

Five Record-ს მჭიდრო კავშირი ჰქონდა იტალიურ საცეკვაო მუსიკასთან. Take Change – იტალიური დისკო პროექტი სწორედ ამ ლეიბლთან თანამშრომლობდა.  Take Change -მა საერთაშორისო პოპულარობაც მოიპოვა და 80-იან წლებში Billboard 200-ის ჩარტებში მოხვდა.

2011 წელს, როდესაც ბერლუსკონი პოლიტიკიდან წავიდა, უწინდელი პროფესია გაიხსენა, მუსიკალური კარიერა გააცოცხლა და ალბომი სახელწოდებით True Love გამოსცა. ალბომზე ბერლუსკონიმ დიდი ხნის მუსიკალურ თანამოაზრესთან –  მარიანო აპიჩელასთან ერთად იმუშავა. True Love-ში მსმენელი ბერლუსკონის ვოკალს ვერ მოისმენს, თუმცა ის სიმღერების თანაავტორია. 

მუსიკალურ ინდუსტრიაში ბერლუსკონის ყველაზე წარმატებული პროექტი  ქრისტინა დ’ავენასთან თანამშრომლობა იყო. მისი წარმატებული კარიერა 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაში სინგლებისა და ალბომების 7 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფანებმა სემ სმითისა და მადონას Vulgar ამ კვირის ფავორიტ სიმღერად აირჩიეს

შემდეგი სტატია

Temple Pharmacy-მ პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი