ჯეიმი ფოქსი ბოდიშს იხდის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის, რომელიც ანტისემიტურად იქნა მიჩნეული. 55 წლის მსახიობმა ინსტაგრამზე დაწერა: „მათ იესო მოკლედ… და როგორ ფიქრობთ, თქვენ რას გაგიკეთებენ??? #fakefriends #fakelove.”
დიდი კრიტიკის ტალღის შემდეგ ფოქსმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა და დააზუსტა, თუ რისი თქმა სურდა აღნიშნული პოსტით. „მინდა, ბოდიში მოვუხადო ებრაულ საზოგადოებას და ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ჩემი პოსტით. ეს არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა. რომ დავაზუსტო, ერთმა ჩემმა ყალბმა მეგობარმა მიღალატა და სიტყვაში „მათ” მხოლოდ მას ვგულისხმობდი და არაფერ სხვას. მე მხოლოდ სიყვარული მაქვს გულში ყველას მიმართ. მიყვარს და მხარს ვუჭერ ებრაულ საზოგადოებას. დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც შეურაცხყოფა მიადგა. არაფერი, სიყვარულის გარდა. ჯეიმი ფოქსი.”
ფოქსი ამჟამად რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა თავისი მდგომარეობის შესახებ ემოციურ ვიდეოში ისაუბრა.
ოსკარის მფლობელი მსახიობის ქალიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ ჯეიმი ფოქსი „სამედიცინო ჩივილების” გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მსახიობის ოჯახს ავადმყოფობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუზიარებია.
Ნახეთ ჯეიმი ფოქსის პოსტი