კანიე უესტის წინააღმდეგ სასამართლო დავებს კიდევ ერთი შეემატა: მომღერალმა ტონი საქსონმა, რომელიც ასევე ითავსებს უსაფრთხოებისა და მშენებლობის საქმეს, რეპერს საფრთხის შემცველი სამუშაო პირობებისა და არასათანადო ანაზღაურების გამო უჩივლა. Საქსონი უესტის მალიბუს სახლზე მუშაობდა, რომელიც, როგორც საჩივარში წერია, ღია კონცეფციის, ინდუსტრიულ საცხოვრებლად უნდა გადაკეთებულიყო, რომელიც ამავე დროს ბომბსაწინააღმდეგო ბუნკერიც იქნებოდა.
საჩივარში ტონი საქსონი ამტკიცებს, რომ პროექტზე მუშაობისას მან ზურგის დაზიანება მიიღო და დღეების განმავლობაში ობიექტზე საკვებისა და დასაწოლის გარეშე გაატარა. იგი უესტს უჩივის შეზღუდული შესაძლებლობების გამო დისკრიმინაციისთვის, სამუშაო კოდექსისა და ანაზღაურების პირობის დარღვევისთვის. Საქსონი ამტკიცებს, რომ რეპერი მას კვირაში 20 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა. თუმცა ეს თანხა მან საქმის დაწყებიდან ერთ თვეში ჯამში მიიღო.
სარჩელის მიხედვით, რომელიც დაუზუსტებელი ფინანსური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, საქსონმა კანიეს უთხრა, რომ ზურგის მძიმე დაზიანება ჰქონდა და დასვენება სჭირდებოდა. თუმცა უესტმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ამის ნაცვლად, პროექტის შემდგომი ეტაპი განხილვა მოითხოვა.
Საქსონის თქმით, მან შეხვედრა მოითხოვა უესტთან და პროექტის ხელმძღვანელთან. შეხვედრას, რომელსაც მათ გარდა კიდევ 50 ადამიანი ესწრებოდა, კანიემ თქვა, რომ სურდა შენობის შიგნით გენერატორები დაეყენებინა, რაზეც საქსონმა უპასუხა, რომ ეს არ იქნებოდა უსაფრთხო. ამაზე კი რეპერი გაბრაზდა. „Მან მითხრა, რომ მე ვიყავი კლინტონი, კარდაშიანი, მტერი და მე აღარ ვიქნებოდი მისი მეგობარი. ასე დასრულდა ეს ყველაფერი,” – ამბობს საქსონი.
Რონ ზამბრანო, საქსონის ადვოკატი, ასევე არის მასწავლებელი უესტის „დონდას აკადემიაში”. მან თავად იჩივლა ივლისში სახიფათო პირობების გამო. სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, სკოლას არ ჰქონდა ფანჯრები, რადგან, როგორც მასწავლებელი ამბობს, კანიეს არ მოსწონდა შუშა.
„რასაც ვხედავთ, ეს არის სიმპტომები იმისა, რომ კანიეს არ აქვს უნარი, დააფასოს ადამიანების დრო და გადაუხადოს მათ ამისთვის,” – ამბობს ზამბრანო. ის ადამიანების ცხოვრებაში ასე ჩნდება: „მე მაქვს იდეა, მაქვს ბევრი ფული, ყველაფერი უნდა მიატოვოთ და გპირდებით, რომ ამისთვის გადაგიხდით.” შემდეგ კი ჰბეზრდება ეს ყველაფერი და სხვაგან მიდის. ნორმალური ადამიანები კი მიტოვებული რჩებიან.”
კანიეს ადვოკატს Billboard-თან კომენტარი არ გაუკეთებია.