დევიდ ბექჰემზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-ის ოთხნაწილიანი სერიალის პრემიერა 4 ოქტომბერს შედგება.

მალე მაყურებელი ცნობილ ყოფილ ფეხბურთელზე, დევიდ ბექჰემზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალს იხილავს. Beckham – ასე ჰქვია ოთხნაწილიან დოკუმენტურ ნამუშევარს, რომლის ტრეილერიც Netflix-მა ახლახან გამოაქვეყნა. 

ტრეილერი ბექჰემის კარიერის ადრეული წლების კადრებით იწყება. ეს არის სერიალი, რომელიც მაყურებელს უყვება ისტორიას, თუ როგორ იქცა დევიდ ბექჰემი მსოფლიო ფენომენად. ტრეილერში ასევე ვხედავთ დევიდ ბექჰემის ბავშვობის ამსახველ საარქივო კადრებს, სადაც ის ბურთით და ფეხბურთელის ფორმით არის აღბეჭდილი. „სკოლაში კარგად არასდროს მისწავლია“ – ისმის ბექჰემის ხმა კადრების ფონზე. 

ვიდეოს 22-ე წამზე ვიქტორია ბექჰემი ჩნდება. სწორედ ამ ტრეილერიდან ირკვევა, რომ ვიქტორიას მენეჯერს სურდა, ფეხბურთელთან ურთიერთობა მომღერალს საიდუმლოდ შეენახა. „ჩვენ მანქანის სადგომებზე ვხვდებოდით“ – აღნიშნავს ვიქტორია. სერიალის პრემიერა 4 ოქტომბერს შედგება.  დოკუმენტური ნამუშევარი ოსკაროსანმა ფიშერ სტივენსმა გადაიღო. 

წყვილმა ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო და შემდეგ წელს დაინიშნნენ. 1999 წლის მარტში, ქორწილამდე ოთხი თვით ადრე, მათ პირველი შვილი, ბრუკლინი შეეძინათ. როგორც დევიდ ბექჰემი აღნიშნავს, რაც მოდის და სპორტის სამყაროს ყველაზე ცნობილი წყვილი გახდნენ, მისი ცხოვრება შეიცვალა და ამ პოპულარობამ საფეხბურთო კარიერაც კი დაჩრდილა.

„ვღელავდით, რომ ის [დევიდ ბექჰემი] დაკარგავდა ყველაფერს, რისთვისაც მთელი ცხოვრება შრომობდა“ – ამბობს ფეხბურთელის დედა, სანდრა უესტი ინტერვიუში. დევიდ ბექჰემის თქმით, ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ მას გარკვეული პერიოდი არ ეძინა და არ ჭამდა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მაშინ, როცა Manchester United-ის მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა 2003 წელს, Arsenal-თან წაგებული მატჩის შემდეგ, დევიდს ჩექმა ესროლა.

„საცირკო სანახაობა იქამდეა გასართობი, სანამ იქ თავად აღმოჩნდები“ – ამბობს ვიქტორია საარქივო ჩანაწერის ფონზე. ამ კადრებში ოჯახი გზას ფანების გარემოცვაში იკვლევს. სერიალის შემქმნელები მაყურებელს აქამდე უცნობი საარქივო მასალის ჩვენებას ჰპირდებიან. დოკუმენტური სერიალი ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან ინტერვიუებსაც აერთიანებს. 

ნახეთ Beckham-ის ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ნატალია ყიფშიძის რჩეული 5 მუსიკალური ალბომი

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტი Astroworld-ის საქმეზე საათების განმავლობაში იკითხებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი