„მგზავრების“ მუსიკალური ვიდეო საერთაშორისო დაჯილდოებაზე მსოფლიო ვარსკვლავების ნამუშევრებთან ერთად წარადგინეს

ვიდეო საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო.

ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით „ვალსი“  შემოქმედებითი ინდუსტრიების გლობალური დაჯილდოების Awards EMEA 2023-ის ნომინანტია. ნამუშევარი წარდგენილია ისეთი ცნობილი არტისტების კლიპებთან ერთად, როგორებიც არიან ტრევის სკოტი, Daft Punk, The Rolling Stones და სხვები. „ვალსი” მოკლემეტრაჟიანი ფილმი-კლიპია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა, ლადო კვატანიამ გადაიღო. 

კლიპის პრემიერა 2022 წლის თებერვალში შედგა. მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა. გადაღებები საქართველოს მაღალმთიან სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. კლიპში  მთავარ როლებს აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და დათო დვალიშვილი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ვიდეოში შავ-თეთრი კადრები საარქივო მასალა არ არის – ისინი თავად რეჟისორს ეკუთვნის და რაჭასა და ბახმაროში, მაღალმთიან ქართულ სოფლებშია გადაღებული. 

ლადო კვატანიას პორტფოლიო მოიცავს ისეთ ვარსკვლავთან  კოლაბორაციას, როგორიც არის Cardi B. სწორედ კვატანიას გადაღებულია Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკის, Hot Shit-ის ვიდეო.

2023 წელს „Billboard საქართველომ“ ლადო კვატანიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც რეჟისორმა საკუთარ შემოქმედებით კარიერაზე ისაუბრა. 

როგორც აღმოჩნდა, „მგზავრების“ ვიდეო სწორედ ის ნამუშევარია, რომელმაც მაყურებელს რეჟისორის სენტიმენტები და ნოსტალგია კარგად აჩვენა. 

ლადო კვატანია:

„ადრეულ ასაკში საცხოვრებლის გამოცვლის გამო, ქართული დამავიწყდა. „ვალსის“ მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის სიტყვები არ მესმოდა, სცენარი დავწერე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად ემთხვეოდა კომპოზიციის გზავნილს. 2022  წლის დასაწყისში გადაღებებისთვის მზადება დავიწყეთ. ლოკაციების აღმოსაჩენი მოგზაურობისას, ზვავის საფრთხის გამო ქარბუქში მოვყევით. გაგვიმართლა, რომ რამდენიმე კვირა მთაში არ დავრჩით კომუნიკაციისა და პროდუქტის გარეშე და უვნებლად გადავრჩით. ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, კლიპის გადაღებები 2022 წლის ოქტომბერში დავასრულეთ.“

ლადო კვატანია

რაც შეეხება Awards EMEA-ს, ის შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს. 2023 წლის ცერემონია 22 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მანიკა ასათიანი

მუსიკალური რეკომენდაციები მანიკა ასათიანისგან

შემდეგი სტატია

INXS წლების შემდეგ ახალი პროექტის წარსადგენად შეიკრიბა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი