27 ოქტომბერს ქართველმა მაყურებელმა შვეიცარიელი რეჟისორის ტომ ლუცის სპექტაკლი „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან” იხილა. Სპექტაკლი თბილისში, Silk Factory Studio-ში ფესტივალ „საჩუქრის” ფარგლებში დაიდგა.
სპექტაკლის პრემიერა 2018 წელს ციურიხში შედგა. მომდევნო წელს კი ბერლინის თეატრალურმა ფესტივალმა ის წლის 10 ღირსშესანიშნავ ნამუშევარს შორის დაასახელა. წლების განმავლობაში „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან” მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე დაიდგა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ კი შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლს თბილისში პირველად თამაშობს. წარმოდგენა Silk Factory Studio-ს სივრცეში 28 ოქტომბერსაც გაიმართება.
გთავაზობთ Billboard საქართველოს ინტერვიუს ტომ ლუცთან და ვიდეოამბავს სპექტაკლის შესახებ.