მეთიუ პერი სერიალ Friends-ის მსახიობი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

მეთიუ პერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია Los Angeles Times-მა და TMZ-მა გაავრცელეს.
მეთიუ პერი, 17 ნოემბერი, 2022 წელი. ფოტო: გრეგ დეგუარი
მეთიუ პერი, 17 ნოემბერი, 2022 წელი. ფოტო: გრეგ დეგუარი

საკულტო სერიალ Friends-ში მეთიუ პერიმ ათ სეზონში ითამაშა, რამაც იგი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცია.  Friends-ში ასევე ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეტ ლებლანკი, ლიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი  მონაწილეობდნენ.

სერიალი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატელევიზიო ჰიტად იქცა, და პოპულარობა მალევე მოიპოვა. 

Friends 1994 წლიდან 2004 წლამდე გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობები  ფინალური სეზონის თითოეულ ეპიზოდში,  ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარს  იღებდნენ. 

მეთიუ პერიმ Emmy-ს ნომინაცია  Friends-ის როლის  შესრულებისთვის მიიღო, კიდევ ორი ნომინაცია კი სერიალ The West Wing-ში თეთრი სახლის მრჩევლის როლისთვის მიიღო.

სერიალის მიღმა მეთიუ პერის არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია. სელმა ჰაიკთან ერთად იგი ფილმ Fools Rush In-ში და ბრიუს უილისთან ერთად კრიმინალურ კომედია The Whole Nine Yards-ში თამაშობდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ცნობილმა ინგლისურმა ბენდმა – The Brand New Heavies „რესპუბლიკაში“ კონცერტი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი
კიმ კარდაშიანი - ფოტო: ალექს ბუერ გრიფინი

კიმ კარდაშიანის ვაჟი ცდილობს დედას სპორტსმენი პარტნიორი მოუძებნოს

კიმ კარდაშიანი ჯიმი ფელონთან The Tonight Show-ში იმყოფებოდა, რა დროსაც მან პირად ურთიერთობებზეც ისაუბრა. იგი ამჟამად არავის ხვდება,…
მეტი