სოხუმის თეატრი სტამბოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

დასი ფესტივალზე სპექტაკლს „უეცრად გასულ ზაფხულს” წარადგენს, რომლის პრემიერაც სოხუმის თეატრში 6 ოქტომბერს შედგა.
ლილი ხურითი და გიორგი ყორაღანაშვილი
სოხუმის თეატრის ფოტო

სოხუმის დრამატული თეატრი სტამბოლის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს. ქართული დასი ფესტივალზე ახალ სპექტაკლს „უეცრად გასულ ზაფხულს” წარადგენს, რომელიც ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა ჯეისონ ჰეილიმ დადგა. სპექტაკლის პრემიერა სოხუმის თეატრში 6 ოქტომბერს შედგა. 

სტამბოლის საერთაშორისო ფესტივალი 1989 წლიდან ტარდება. 2022 წლიდან მას ბიენალეს სახე მიეცა. 2017 წლიდან კი ისევ ყოველწლიურ ციკლს დაუბრუნდა და წელს სტამბოლი უკვე რიგით 27-ე ფესტივალს მასპინძლობს. ერთი თვის განმავლობაში Მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მასშტაბით შერჩეული თეატრალური დასები. წლევანდელი სეზონი პინა ბაუშის ცნობილი დადგმით Café Müller-ით გაიხსნა. სოხუმის თეატრის დასი ფესტივალის სცენაზე 30 და 31 ოქტომბერს წარდგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sophie Villy ახალი ტრეკის ფრაგმენტს აზიარებს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ალბომი – 1989 (Taylor’s Version) კვირის მუსიკალური ჩარტის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი