ამერიკაში მცხოვრები მარიამ შარვაშიძის (SpaceShmu) მუსიკალური დებიუტი

Spaceshmu-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით You Don’t Live Here Anymore ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

მარიამი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, პროქტ SpaceShmu-ს სახელით კი რამდენიმე დღეა, რაც მუსიკალურ პლატფორმებზე მისი პირველი სიმღერა გამოჩნდა. 2023 წლის ზაფხულში მარიამ შარვაშიძემ ნიუ იორკის უნივერსიტეტის NYU- Songwriting-ის კურსი სრული დაფინანსებით გაიარა.

სიმღერა You Don’t Live Here Anymore  მარიამ შარვაშიძის სადებიუტო სინგლია. 

მარიამ შარვაშიძე – SpaceShmu: 

„ეს სიმღერა დაახლოებით 7-8 წლის დავწერე, თუმცა იმდენი დრო გავიდა ზუსტი ინსპირაცია რა იყო აღარც მახსოვს. რამდენიმე წლის წინ დემო ვერსიების ჩაწერა გადავწყვიტე და პირველ სიმღერად ეს ავიღე, რადგან ყველაზე მეტად დასრულებული სახით ეს იყო. ჩემმა მეგობარმა, რომ მოისმინა გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა. დამეხმარა სიმღერის ჩაწერაში, ფროდაქშენში. ეს არის ტალ მაშიახი – გრემის ნომინანტი ბასისტი, რომელიც ასევე კომპოზიტორია. ტექსტი და მუსიკა ჩემი დაწერილია, ფროდაქშენი ტალმა გააკეთა, ასევე ყველა ინსტრუმენტზე დასარტყამის გარდა ტალი უკრავს, დრამი კი მოგვიანებით შაი იუვალმა ჩაგვიწერა.

შარშან სექტემბერში დავიწყეთ  მუშაობა და ნელ-ნელა ვაკეთებდით ამ სიმღერას.

მუსიკალური განათლება არ მაქვს და არც ვმღერი, ჩემი ძირითადი მიზანი სიმღერების წერაა, ე.წ. songwriter ვარ.  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ალბათ კიდევ გამოვუშვებ სიმღერებს, თუმცა უმეტესად სხვებთან კოლაბორაციით და სიმღერების წერით დავკავდები.”

მოისმინეთ SpaceShmu-ს სინგლი You Don’t Live Here Anymore:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

„ის ჩემთვის ყველაფერია“ – სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი