ემა სტოუნი ტეილორ სვიფტთან დამეგობრების ისტორიას ჰყვება

„ოსკაროსანი“ მსახიობი ემა სტოუნი ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ზე სამჯერ იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ორი სუპერვარსკვლავი ერთმანეთს თინეიჯერობის ასაკში დაუახლოვდნენ. გრეჰემ ნორტონის საახალწლო  შოუში, მსახიობმა ემა სტოუნმა ტეილორ სვიფტთან დამეგობრების და პოპ-ვარსკვლავის სიმღერის When Emma Falls In Love-ის შესახებ ისაუბრა.  

ემა სტოუნმა საუკეთესო ქალი მსახიობის „ოსკარი“ 2017 წელს,  La La Land-ში შესრულებული როლისთვის მოიპოვა. ინტერვიუში ემამ აღნიშნა, რომ Eras Tour-ს იგი სამჯერ დაესწრო, მათ შორის ტურნეს გახსნის შოუს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ ფენიქსში გაიმართა.  „მენდი მური, რომელიც ფილმ La La Land-ის ქორეოგრაფი იყო, გასტროლებში ტეილორის ქორეოგრაფიც გახლდათ.“ – თქვა ემა სტოუნმა.

სწორედ მენდი მურის ქორეოგრაფია და ემა სტოუნის საოცარი პერფორმანსი იყო ის ელემენტი, რამაც La La Land-ს წარმატება მოუტანა. 2017 წელს, „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, რეჟისორ დემიენ შაზელის ფილმმა თოთხმეტი ნომინაციიდან ექვსი ჯილდო მოიპოვა და ისეთი „ოსკაროსანი“ ფილმების სიაში შევიდა, როგორიც არის All About Eve (1950) და Titanic (1997). La La Land-ის საუნდტრეკის წყალობით, ემა სტოუნი Billboard-ის ჩარტების სიაშიც შევიდა. რაიან გოსლინგთან შესრულებული სიმღერით City of Stars იგი Billboard-ის Hot 100-ს მერვე ადგილზე მოხვდა.

ემა სტოუნის და ტეილორ სვიფტის მეგობრობის ისტორია ამ გახმაურებულ წარმატებამდე ბევრად ადრე იწყება. „ჩვენ ჰოლივუდის დაჯილდოებაზე  ლოს ანჯელესში შევხვდით ერთმანეთს, როდესაც 18 – 19 წლის ვიყავით. მას შემდეგ ურთიერთობა შევინარჩუნეთ და შესანიშნავი მეგობრები გავხდით.“ – თქვა ემა სტოუნმა.

ტილორ სვიფტის და ემა სტოუნის მეგობრობის დამამტკიცებელი ერთ-ერთი ვერსია, თაყვანისმცემლების აზრით ტეილორის ალბომ Speak Now-ში შესული სიმღერაცაა, სახელწოდებით  When Emma Falls In Love. 

ნახეთ, ემა სტოუნის საახალწლო ინტერვიუ  გრეჰემ ნორტონის შოუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს

შემდეგი სტატია

ჯუნ კარტერ კეში June-ის ტრეილერში ჯონი კეშთან შეხვედრას იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი