ROUTE 94-ის კონცერტი  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე „Billboard საქართველომ” ROUTE 94-თან ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა თავის შემოქმედებით კარიერასა და მუსიკალურ ინსპირაციაზე ისაუბრა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

12 იანვარს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლის“ სცენაზე Billboard Stage-ის მუსიკალური სერიების ფარგლებში ბრიტანელი მუსიკოსი, ROUTE 94 წარდგა.

ROUTE 94, იგივე Rowan Jones მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის განსაკუთრებით ცნობილი თავისი ჰიტით – My Love გახდა, რომელიც ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში არაერთხელ მოხვდა. 30 წლის მუსიკოსის აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა დაახლოებით 10 წელზე მეტია გრძელდება. არტისტმა სხვადასხვა დროს მსოფლიოს გარშემო არაერთი მასშტაბური ლაივი გამართა. მექსიკა, მაიამი, ამსტერდამი, სიდნეი, იბიცა – ROUTE 94-ს მსოფლიოს მრავალ წამყვან კლუბში დაუკრავს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ROUTE 94-ის ლაივმა „რესპუბლიკა ივენთ ჰოლსი“ ასეულობით მსმენელი გააერთიანა. არტისტმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ტრეკებს მოიცავდა.

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე „Billboard საქართველომ”  ROUTE 94-თან ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა თავის შემოქმედებით კარიერასა და მუსიკალურ ინსპირაციაზე ისაუბრა.

ROUTE 94:

„მე მუსიკის გარემოცვაში გავიზარდე. დედაჩემი მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ის ყველა ჟანრს უსმენდა, ამიტომაც შესაძლებლობა მქონდა, ადრეული ასაკიდანვე გავცნობოდი სხვადასხვა ჟანრს. წლებთან ერთად გამიჩნდა სურვილი, საკუთარი თავი მუსიკოსის ამპლუაში მომესინჯა,  რაიმე მეც შემექმნა და დღეს აქ ვარ.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც უკვე აღინიშნა, ტრეკმა My Love არტისტის მუსიკალურ კარიერაში დიდი როლი ითამაშა. როგორც ROUTE 94-მა ჩვენთან საუბრისას თქვა, ამ ტრეკის ინსპირაცია წლების განმავლობაში დაგროვილი მუსიკალური გამოცდილება და შინაგანი ემოციების ერთიანობა იყო. 

ROUTE 94:

„ამ ტრეკმა ბევრი  რამ შეცვალა. მუსიკას ძირითადად საკუთარ სახლში მოწყობილ სტუდიაში ვქმნიდი და უცებ გამოვეცი ტრეკი, რომელიც გლობალური ჰიტი გახდა და ყველგან ისმოდა. ეს ნამდვილად მოულოდნელი და გასაოცარი იყო. ამავდროულად, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობადაც იქცა და ჩემი კარიერის მიმართულება შეცვალა.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

არტისტის თქმით, მუსიკა მისთვის საკუთარი თავის, ემოციების, შეგრძნებების გამოხატვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსვლას და მსმენელთან კონტაქტს განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა აქვს. 

ROUTE 94:

„მიზეზი, რატომაც მუსიკას ვქმნი, არის ის, რომ ადამიანები გავაბედნიერო. მუსიკა ის ენაა, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია, ადამიანებს ესაუბრო, რადგან მუსიკა უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა.”

ღონისძიება  საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერის მხარდაჭერით გაიმართ. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  Route 94-ის კონცერტი „Billboard საქართველოს” სცენის მუსიკალური სერიის ფარგლებში ჩატარდა.

მოუსმინეთ ROUTE 94-ის ტრეკს – MY LOVE: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველმა მუსიკოსმა Neux-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Joy წარადგინა

შემდეგი სტატია

ფოტო: გიო მაჭავარიანი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ბრაზილიელი მუსიკოსი SANDAMI წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი