რიანა ორი შვილის დედაა, თუმცა სუპერვარსკვლავმა 9 აპრილს გამოსულ ჟურნალ Interview-ში კიდევ უფრო მეტი შვილის გაჩენის სურვილი გამოთქვა.
„იმდენი შვილი მინდა მყავდეს, რამდენიც ღმერთს სურს. ორ შვილზე ნამდვილად არ გავჩერდები. მინდა, რომ გოგოც შემეძინოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბიჭი თუ იქნება, დაე იყოს ბიჭი.” – თქვა გრემის ცხრაგზის მფლობელმა მომღერალმა.
რიანას ორი შვილი RZA და Riot Rose პარტნიორ A$AP Rocky-სგან ჰყავს, რაც შეეხება მისი სხეულის მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას, მომღერალს სურს, ლიფტინგის პროცედურა ჩაიტაროს და ორსულობამდელი პერიოდის მკერდი დაიბრუნოს.
„არ მინდა იმპლანტის ჩასმა, დანის ძალიან მეშინია, უბრალოდ ლიფტინგი მინდა. გავიგე, რომ შეიძლება შრამი დამრჩეს. მესამე ტრიმესტრში კი ცელულიტი არ არის სახუმარო საქმე. უყურებ შენს დატალღულ სხეულს და ხვდები, რომ ეს სტრიები შენი ორსულობის და მუცლად მყოფი ბავშვის სიმძიმის მატარებელია. დანა მაშინებს, ასე რომ მხოლოდ ერთი არჩევანი მაქვს და ეს მკერდის ლიფტინგია.”
რიანამ შვილის, RZA-ს შესახებაც ისაუბრა, რომელიც მაისში უკვე ორი წლის ხდება. RZA-ს პირველი სიტყვა “ჰეი” იყო, რაზეც რიანა ამატებს: „მუდმივად ვცდილობ, მისი ყურადღება მივიქციო და სულ ვეძახი, ჰეი, ჰეი, ჰეი და ერთ დღესაც მან იგივე ინტონაციით დამიბრუნა ეს სიტყვა, მე სიმღერა განვაგრძე და RZA ამ ყველაფერში ამყვა.
ინტერვიუს დროს რიანამ იმ საბავშვო სიმღერებზეც ისაუბრა, რომლებსაც შვილებს უმღერის:
„ღმერთო ჩემო, ეს სიმღერებია Penguins Salute ასევე Twinkle Twinkle Little Star, რაზეც RZA ძალიან ემოციური ხდება. ახლა ძალიან უყვარს სიმღერა Head, Shoulders, Knees and Toes. სიმღერა The Wheels on the Bus მისი ფავორიტია, ეს უბრალოდ კლასიკაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. ასევე, რა თქმა უნდა, Incy-Wincy Spider.”
რიანას და A$AP Rockyს RZA 2022 წლის მაისში შეეძინათ, 2023-ის აგვისტოში კი მეორე ბიჭი Riot Rose გაუჩნდათ.
იხილეთ რიანას რამდენიმე ფოტო ინტერვიუს გადაღებებიდან:
literally how i feel in postpartum with 2 under 2 @InterviewMag pic.twitter.com/aKX0Vu2T2W
— Rihanna (@rihanna) April 9, 2024