ნიკ კეივმა და უორენ ელისმა ემი უაინჰაუსისადმი მიძღვნილი სიმღერა გამოაქვეყნეს

სიმღერა Song For Amy უაინჰაუსზე გადაღებული ფილმის, Back to Black-ის საუნდტრეკის ალბომში შედის.
ნიკ კეივი ფილმის Back to Black მსოფლიო პრემიერაზე ლონდონში
Dave Benett/WireImage

ნიკ კეივი და უორენ ელისი უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მუსიკას ერთად ქმნიან. ჯგუფ Bad Seeds-ში ხანგრძლივი თანამშრომლობის გარდა, მუსიკოსებს ათობით ფილმის საუნდტრეკი აქვთ დაწერილი, რომელთა რიცხვს ემი უაინჰაუსზე გადაღებული ფილმი Back to Black შეემატა.

11 აპრილს მუსიკოსებმა უაინჰაუსისადმი მიძღვნილი სიმღერა, Song for Amy გამოაქვეყნეს. ჯამში მათ მიერ ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკი 12 კომპოზიციისგან შედგება. მათ შორის 10 ინსტრუმენტული თემაა, ერთი – Song for Amy და ერთიც ამავე სიმღერის ინსტრუმენტული რეპრიზი. 

„ნიკი და უორენი ჩემს გონებაში ერთადერთ მუსიკოსები იყვნენ, რომლებსაც ფილმის მუსიკალური გაფორმება შეეძლოთ,” – თქვა Back to Black-ის რეჟისორმა სემ ტეილორ-ჯონსონმა. „წლების განმავლობაში ყველაფერს ვუსმენდი, რასაც კი წერდნენ და სულ მინდოდა, მათთან ერთად მუშაობის ოცნება ამეხდინა. მათმა მგრძნობიარობამ და ამბის საფუძვლიანად გაგებამ ფილმისთვის ღრმა და ემოციური მუსიკა მოგვცა.”

Back to Black: Songs From the Original Motion Picture ალბომის სახით 17 მაისს გამოვა – აშშ-ში ფილმის პრემიერის დღეს. ნიკ კეივისა და უორენ ელისის Song For Amy-ს გარდა, მასში შედის ტონი ბენეტის, ბილი ჰოლიდეის, უილი ნელსონის და სხვათა სიმღერები და, რა თქმა უნდა, თავად ემი უაინჰაუსის ჰიტები.

მოუსმინეთ სიმღერას Song For Amy:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში - ფოტო: ვიქტორია სტივენსი

ბილი აილიშმა მომავალი ალბომიდან Spirited Away-ით შთაგონებული სიმღერის თიზერი გამოაქვეყნა 

შემდეგი სტატია

ანუშკა ჩხეიძის ალბომი – Clean Clear White მუსიკალურ სტრიმინგ პლატფირმაზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი