ცნობილი კანადელი მომღერალი, შოუნ მენდესი ჟურნალ “ბილბორდის” სტუმარი გახლდათ. გამოცემისთვის ფოტოები მას ფოტოგრაფმა სემი დრასინმა გადაუღო. არტისტი Saint Laurent-ის მაისურსა და ჯინსებში გამოეწყო, სამკაულებად კი David Yurman-ის ყელსაბამი და Elliot Gaskin-ის ბეჭდები შეარჩია.
შოუნ მენდესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერამ Treat You Better მოუტანა. მომღერლის დისკოგრაფიაში შემავალი ოთხივე ალბომი Billboard 200-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი. შედეგად ის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი შემსრულებელია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. მენდესი გრემიზე სამჯერ იყო ნომინირებული.