ემინემის Mockingbird-ის კლიპმა Youtube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია

Mockingbird-ის კლიპი რეპერის მეხუთე სოლო მუსიკალური ვიდეოა, რომელსაც Youtube-ზე 1 მილიარდი ნახვა აქვს, კოლაბორაციული ნამუშევრების ჩათვლით კი – მე-6.
Eminem – Mockingbird

გასულ წელს ემინემის ტრეკ Mockingbird-ის სტრიმებმა 1 მილიარდს მიაღწია, ამჯერად კი  ე.წ. „მილიარდიან კლუბს” ვიდეოც შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს რომ კლიპის ნახვების მაჩვენებელმა ერთ მილიარდს მიაღწია. 

სიმღერა შესულია ემინემის 2004 წლის ალბომში, სახელწოდებით – Encore. Mockingbird-ის კლიპი რეპერის მეხუთე სოლო მუსიკალური ვიდეოა, რომელსაც Youtube-ზე 1 მილიარდი ნახვა აქვს, კოლაბორაციული ნამუშევრების ჩათვლით კი – მე-6. 

ვიდეოს რეჟისორი ჯონ ქვიგლია. კლიპში ემინემის საარქივო ვიდეოები ჩანს, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად არის გადაღებული. Mockingbird-ის კლიპის ოფიციალური ვერსია Youtube-ზე 2009 წლის 24 დეკემბერს აიტვირთა. 

Mockingbird, როგორც სინგლი Billboard-ის რეპ სიმღერების ჩარტში მე-10 ადგილს იკავებდა. ტრეკი ხუთგზის “პლატინის სტატუსის” მფლობელია. გამოშვებიდან წლების შემდეგ Mockingbird-ის პოპულარობა სტრიმინგ სერვისებისა და სოციალური ქსელების აქტუალობამ განაპირობა. სიმღერა ტრენდული კომპოზიცია იყო TikTok-ზე იქამდე, სანამ ის სოციალური ქსელის კატალოგიდან არ ამოიღეს. 

რაც შეეხება თავად ალბომს Encore, ის 2004 წლის ნოემბერში გამოიცა და Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. სადებიუტო კვირაში ალბომის 710,000 ეგზემპლარი. 

ნახეთ Mockingbird-ის კლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

will kolak - KHMAS ft. saba [skazz]

will kolak -ის და Skazz-ის ვოკალისტ საბა ვაშაყმაძის კოლაბორაცია, სიმღერით KHMAS

შემდეგი სტატია

Radiohead-ის Creep იუთუბზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი