ემინემი ახალ ალბომს აანონსებს

The Death Of Slim Shady პირველი ალბომი იქნება მას შემდეგ, რაც 2020 წელს რეპერმა Music to Be Murdered By გამოსცა.
ფოტო: თიო ვარგო / Getty Images / The Rock and Roll Hall of Fame

ემინემი ახალი სტუდიური ნამუშევრით ბრუნდება. რეპერმა ალბომი, სახელწოდებით The Death Of Slim Shady დააანონსა და ის 2024 წლის ზაფხულში გამოვა. ჰიპ-ჰოპ არტისტმა ალბომის გამოშვების შესახებ სიახლე თიზერის მეშვეობით გაავრცელა. პრომო ვიდეო გადაღებულია კრიმინალური რეალური შოუს, Unsolved Mysteries შთაგონებით. ვიდეო მაყურებელს უყვება ისტორიას, თუ როგორ ხვდება ემინემი თავის აღსასრულს და ისმის კითხვა – „ვინ მოკლა Slim Shady?” ვიდეოში ასევე მონაწილეობს რეპერი 50 Cent. 

„მიუხედავად კომპლექსური, რთულად გასაგები ენისა და ხშირად კრიტიკის ობიექტად ქცეული რითმებისა, ქერათმიან ანტი-გმირ Slim Shady-ს  მტრები არ ჰყოლია,”-გვესმის მთხრობლის ხმა. 

The Death Of Slim Shady პირველი ალბომი იქნება მას შემდეგ, რაც 2020 წელს რეპერმა Music to Be Murdered By გამოსცა. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და ემინემის მუსიკალურ შემოქმედებაში ჩარტის ისტორიულ, მე-10 ლიდერ პოზიციად იქცა. Music to Be Murdered By-ის გამოშვებამდე, 2018 წელს ემინემმა სრულიად მოულოდნელად, წინასწარი დაანონსების გარეშე, ალბომი Kamikaze გამოსცა. 

გასულ თვეში სატელევიზიო შოუ  Jimmy Kimmel Live-ის ეპიზოდის სტუმარი იყო ემინემის დიდი ხნის შემოქმედებითი პარტნიორი და მეგობარი  Dr. Dre, რომელმაც ეს ალბომი პირველად დააანონსა. „ნება მომეცით, რაღაც გითხრათ: ემინემი თავის ალბომზე მუშაობს, რომელიც ამ წელს გამოვა. ვესაუბრე და ნება დამრთო, რომ ეს განცხადება აქ, ამ შოუში გამეკეთებინა,” – მიმართა აუდიტორიას  Dr. Dre-მ. „სრული ალბომის მოსმენას ხვალ ვაპირებ,”-თქვა განცხადების დასასრულ ჰიპ-ჰოპ არტისტმა. კიმელის გადაცემის ეს ეპიზოდი იყო ბოლო  30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა Dr. Dre ღამის შოუს ფორმატის სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა.  

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აპრილის მიწურულს ემინემის ტრეკ Mockingbird-ზე გადაღებულმა კლიპმა Youtube-ზე მილიარდ ნახვას მიაღწია. სიმღერა შესულია ემინემის 2004 წლის ალბომში Encore. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead-ის Creep იუთუბზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შემდეგი სტატია

ბარბრა სტრეიზანდის ახალი სინგლი გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი