საბრინა კარპენტერი მისი სიმღერის ბილბორდ 100-ში შესვლას ეხმიანება: „ეს დღე აუცილებლად მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე!“

„ძალიან მიყვარს ეს სიმღერა“ – წერს საბრინა ალბომ Short n’ Sweet-ის მეორე სინგლზე Please Please Please.

24 ივნისს ბილბორდმა საბრინა კარპენტერის სიმღერა Please Please Please ბილბორდ 100-ის პირველ ჰიტ-სიმღერად დაასახელა.  საბრინა კარპენტერის სიმღერა Espresso კი პირველ ხუთეულში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ეს სიახლე საბრინამ ინსტაგრამზე და X-ზე (ტვიტერზე) გამოაქვეყნა: „არ მგონია ვინმეს ოდესმე ასე გახარებოდა სინგლის წარმატება. ღმერთო ჩემო“ – წერს საბრინა X-ზე. 

“ჩემი პირველი #1 @billboard HOT 100-ზე!!!!!!! და Espresso #4-ზე… უზომოდ მადლობელი ვარ. მთელი ცხოვრების მანძილზე ეს დღე აუცილებლად მემახსოვრება. @jackantonoff @amyallen ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ორივე ძალიან მიყვარხართ. მადლობა ყველას ვინც მომისმინა, ძალიან გასახარია ეს ყველაფერი, მალე კიდევ უფრო მეტი იქნება“ – წერს საბრინა ინსტაგრამზე.

ამავდროულად ბილბორდ გლობალ 200-ში საბრინა კარპენტერის სიმღერებს Please Please Please და Espresso-ს პირველი ორი ადგილი უჭირავს.

სიმღერები Espresso და Please Please Please საბრინა კარპენტერის ალბომ Short n’ Sweet-ის პირველი ორი სინგლია. ალბომის მხარდასაჭერი ტური კი სექტემბერში დაიწყება.

ნახეთ საბრინა კარპენტერის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ორსული ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს

შემდეგი სტატია

BTS ის წევრი V ახალ მუსიკალურ პროექტს, Type 1-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი