ნახეთ ლანა დელ რეისა და Quavo-ს ვიდეოკლიპი 

კომპოზიცია Tough 3 ივლისს გამოვიდა.
ლანა დელ რეი
Chuck Grant

ლანა დელ რეისა და Quavo-ს ერთობლივი ნამუშევარი უკვე ხელმისაწვდომია. სინგლი, სახელწოდებით Tough, 3 ივლისს გამოიცა. 

სიმღერას მოჰყვა მასზე გადაღებული ვიდეოკლიპიც. კლიპში მუსიკოსები ცივილიზაციისგან შორს, ქალაქგარეთ ატარებენ დროს. 

ლანა დელ რეი და Quavo ერთად ატლანტაში ჯერ კიდევ მაისში შენიშნეს და მაშინვე გაჩნდა ჭორები მათი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ოფიციალურად კი Tough-ის გამოსვლა წყვილმა გასულ თვეს დააანონსა. სიმღერის ლაივ დებიუტი ლანას ბოსტონში გამართულ კონცერტზე შედგა, სადაც Quavo-ს სცენაზე გამოჩენა სიურპრიზი იყო.

ამავდროულად, ლანა დელ რეის დაანონსებული აქვს ახალი ქანთრი ალბომი Lasso, Quavo-მ კი წელს უკვე არაერთი სინგლი გამოსცა. 

ნახეთ Tough-ის ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი 2024 წლის Glastonbury-ის ფესტივალზე. ფოტო: სამირ ჰუსეინი

დუა ლიპამ მეგობარ ბიჭ კალუმ ტერნერთან ერთად რომანტიკული ფოტოები გააზიარა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი