ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ 2024 წლის სეზონს ხსნის

ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.
ღამის სერენადები

საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. ფესტივალი წელს უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდება და საქართველოს სამ ქალაქს – ბორჯომს, ბათუმს და თბილისს მოიცავს.

 „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება, რის შემდეგაც ფესტივალი ბათუმში გადაინაცვლებს. 23 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი შეასრულებსენ ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ენიო მორიკონე, ნინო როტა, ხალედ მუზანარი, კარლოს გარდელი, ასტორ პიაცოლა. 

 ღამის სერენადები

ფესტივალის ბათუმური კონცერტების მეორე საკონცერტო დღეს, 25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ელვინ ხოჯა განიევს, რომელიც მსმენელის წინაშე ფესტივალის საბაზო ორკესტრთან ერთად  წარდგება. პროგრამაშია ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლასა და ნიკოლო პაგანინის ცნობილი კომპოზიციები. 

15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. კონცერტები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გაიმართება. 15 სექტემბერს დიდ დარბაზში აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ბეატრიჩე ვენეცი, სანდრო ნებიერიძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. 17 სექტემბერის მუსიკალურ საღამოს ასევე დიდი დარბაზი უმასპინძლებს. სცენაზე წარდგება მარიამ როინიშვილი, გიორგი ოიკაშვილი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი – „საქართველოს ვირტუოზები”. 18 სექტემბერს ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის, ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი და გიორგი ხაინდრავა. 

წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანდრეს გაბეტა, მორის შტიგერი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. ასევე, ტრადიციულად, ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. 

ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვისკონსინში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე Bon Iver დაუკრავს

შემდეგი სტატია

სემ სმიტისა და ალიშა კისის სტუდიური ვიდეოკლიპი I’m Not the Only One

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი