მოუსმინეთ: ნიკი მინაჟმა ახალი კომპოზიცია We Go Up გაავრცელა

ფოტო: Nicki Minaj / Instagram

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში რიგით მეოთხე კომპოზიცია გაავრცელა. ტრეკი სახელწოდებით We Go Up მუსიკოსმა ამერიკელ შემსრულებელთან Fivio Foreign ერთად ჩაწერა.

ეს ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარია რეპის 39 წლის დედოფალის მიერ გამოშვებული ახალი სინგლების სერიიდან, წინა კვირაში გამოქვეყნებული, კოი ლერეისთან კოლაბორაციით შექმნილი კომპოზიციის Blick Blick, ტრეკის Do We Have a Problem? და ლილ ბეიბის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერის Bussin შემდეგ. 

წარმოშობით ტრინიდადელმა ონიკა ტანია მარაჟ-პეტიმ, სასცენო სახელით Nicki Minaj, მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მის მიერ 2010 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომი Pink Friday ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომს, 3 მიქსტეიპსა და ასზე მეტ სინგლს, მათ შორის, არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტინგმა უკრაინის მხარდასაჭერად სიმღერის Russians ახალი ვერსია გაავრცელა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბილი აილიშმა და ფინეასმა ოსკარი მოიგეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი