სტინგმა უკრაინის მხარდასაჭერად სიმღერის Russians ახალი ვერსია გაავრცელა

ფოტო: Eric Ryan Anderson

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, სტინგმა უკრაინის მხარდასაჭერად კომპოზიციის Russians გიტარისა და ჩელოს თანხლებით ჩაწერილი ვერსია გაავრცელა. 

Russians არტისტმა თითქმის 40 წლის წინ, ცივი ომის პერიოდში გამოუშვა, თუმცა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გათვალისწინებით, სიმღერის ტექსტი დღესაც საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, 70 წლის ვარსკვლავმა მისი ახალი შესრულებით გამოცემა გადაწყვიტა. კომპოზიციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მიმღებ ცენტრში www.helpukraine.center გადაირიცხება. სტინგის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ ის უკრაინელი ბიზნესმენების მიერაა დაფუძნებული და გერმანული საქველმოქმედო ფონდის Ernst Prost, People for Peace – Peace for People მეშვეობით ოპერირებს.

“არ არსებობს გამარჯვების მომტანი ომი”, – ვკითხულობთ სურათზე.

მიმდინარე თვის დასაწყისში სტინგმა ინსტაგრამზე Russians-ის შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა და მას შემდეგი სიტყვები წაუმძღვარა:

“მე იშვიათად მაქვს ნამღერი ეს კომპოზიცია მისი დაწერიდან მრავალი წლის განმავლობაში, რადგან არასდროს მიფიქრია, რომ ის კვლავ აქტუალური იქნებოდა. თუმცა, ერთი ადამიანის სისხლიანი და სავალალოდ მცდარი გადაწყვეტილების ფონზე, შეჭრილიყო მშვიდობიანი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს სიმღერა კიდევ ერთხელ იქცა მოწოდებად ჩვენი საერთო ადამიანურობისკენ. ეძღვნება მამაც უკრაინელებს, რომლებიც ამ სასტიკ ტირანიას ებრძვიან და აგრეთვე რუსებს, რომლებიც დაკავებისა და ციხეში მოხვედრის საფრთხის მიუხედავად ამ უმსგავსობას აპროტესტებენ. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი შვილები. შეაჩერეთ ომი”. 

სტინგის სახელით ცნობილმა გორდონ მეთიუ თომას სამნერმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ნიუ ვეივისა და რეგეი როკის ჟანრებში მოღვაწე ტრიო The Police ჩამოაყალიბა. ექვსი გრემის მფლობელი ჯგუფი 1986 წელს დაიშალა. ერთი წლით ადრე კი ბრიტანელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გამოუშვა, რომელშიც კომპოზიცია Russians არის წარმოდგენილი. სოლო კარიერის განმავლობაში სტინგმა 15 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა და 17 გრემის მოპოვება შეძლო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Foo Fighters-ის დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ნიკი მინაჟმა ახალი კომპოზიცია We Go Up გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

„გამარჯვება ერთისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის,” - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
მეტი
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

გარდა მუსიკისა, ჯგუფმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათ უნიკალურ კონტენტს, ალბომის მასალებსა და ინტერაქციას სთავაზობს.
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი