The Red Hot Chili Peppers-ის მუსიკალური ტურნე დასრულდა. Unlimited Love ტურის ფარგლებში ჯამში 86 კონცერტი გაიმართა და 3,4 მილიონზე მეტი ბილეთი დაიყიდა.
როკ-ტურნეებს შორის Unlimited Love Tour ბოლო ათწლეულის განმავლობაში მესამე ყველაზე გაყიდვად ტურნედ დასახელდა, რომელსაც Coldplay-ის Music of the Spheres World Tour და ელტონ ჯონის Farewell Yellow Brick Road Tour უსწრებს.
Red Hot Chili Peppers-მა ტურნე 11 აგვისტოს, 2024 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე გამოსვლით დაასრულა. პარიზის შემდეგ 2028 წლის ოლიმპიადა Chili Peppers-ის მშობლიურ ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.
Unlimited Love Tour ჯგუფის ორი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე იყო: 2022 წლის აპრილში გამოცემული ალბომის, Unlimited Love-ისა და ამავე წლის ოქტომბერში გამოსული ალბომის, Return of the Dream Canteen-ს. ორივე ალბომი როკ-ალბომების ჩარტში საწყის ადგილს იკავებდა. ალბომი Unlimited Love კი ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე პოზიციონირებდა.
ტურნე 2022 წლის 4 ივნისს ესპანეთში, სევილიაში დაიწყო, ევროპაში 12 კონცერტიდან 659, 000 ბილეთი გაიყიდა, რის შემდეგაც ტურნემ აშშ-ში გადაინაცვლა, რასაც მოჰყვა კანადა და ჩრდილოეთ ამერიკა.
ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ Red Hot Chili Peppers-მა Unlimited Love ტურნე აზიაში, ლათინურ ამერიკაში და ევროპაში გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ბენდის კონცერტებს Post Malone შეუერთდა, რამაც კიდევ უფრო წარმატებული გახადა ტურნე.
ტურნეს ფარგლებში ყველაზე დიდ ღონისძიებად ლონდონის სტადიონზე 25-26 ივნისს ჩატარებული ორდღიანი შოუ სახელდება, 142 000 გაყიდული ბილეთით. 2023 წლის 10 ნოემბერს კი ბენდმა სან-პაულუში, Estadio do Morumbi-ზე გამართა კონცერტი. კონცერტს 71 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.
Red Hot Chili Peppers-ის კარიერის განმავლობაში Unlimited Love Tour ყველაზე წარმატებულ ტურნედ სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბენდს არაერთი გამოსვლა ჰქონია სტადიონებზე, ეს მათი პირველი ტურია, რომელიც ასეთ მასშტაბებზე გავიდა. ტურნეს 3,4 მილიონი ადამიანი დაესწრო, რაც 2022-2023 წლის By the Way World ტურნესთან შედარებით, ბევრად მასშტაბურია.
1985 წლის საკულტო Halloween show-ს შემდეგ, Red Hot Chili Peppers-ს 498 შოუდან, 8.6 მილიონი ბილეთი აქვს გაყიდული.