16-წლიანი პაუზის შემდეგ The Cure ახალი სინგლის მცირე მონაკვეთს აქვეყნებს

სიმღერა 26 სექტემბერს გამოვა.
რობერტ სმითი
Daniel Boczarski/Getty Images

როგორც იქნა, ფანების ლოდინი დასრულდა. ბენდმა The Cure დაადასტურა, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ მათი პირველი სინგლი, სახელწოდებით Alone, 26 სექტემბერს გამოვა. ჯგუფმა სოციალურ ქსელში სიმღერის 18-წამიანი მონაკვეთიც გამოაქვეყნა, სადაც რობერტ სმითი მღერის ტექსტს: „ეს არის დასასრული ყველა სიმღერისა, რომელსაც ვმღერით”.

სინგლის პრემიერა BBC Radio 6-ის მუსიკალურ შოუში შედგება, რის შემდეგაც ფანები უკვე ახალ ალბომს დაელოდებიან. The Cure-ს ბოლო ალბომი “4:13 Dream” 2008 წელს გამოვიდა და Billboard 200-ში მე-16 ადგილი დაიკავა. 

გასულ კვირას ბენდის გულშემატკივრებს დაშიფრული ბარათები დაეგზავნათ, რომლებიც ადასტურებდა, რომ ახალი ალბომი პირველ ნოემბერს გამოვა და მისი სახელწოდება იქნება Songs of a Lost World. მანამდე კი ჯგუფმა სპეციალური ვინილი გამოსცა ორი ახალი სიმღერის ცოცხალი ვერსიით, რომლებიც 2022 წელს Lost World-ის ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტზეა ჩაწერილი. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა ეს სიმღერები მომავალ ალბომში. 

მოუსმინეთ Alone-ის მონაკვეთს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საკულტო ბრენდი ბიონსესთან თანამშრომლობას აანონსებს

შემდეგი სტატია

Mr. Offender – ქართულმა ბენდმა Process-მა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი