ბიონსეს დედის, თინა ნოულზის წარმოთქმულმა სიტყვებმა დედობრივი სიხარულის შესახებ, მომღერალს ცრემლები მოჰგვარა

სუპერვარსკვლავის დედა ჟურნალ Glamour-ის წლის ქალების ღონისძიებაზე დააჯილდოვეს
ანგელა ბიენსე, თინა ნოულზი, ბიონსე, კელი როულენდი და სამანტა ბარი Glamour -ის წლის ქალის ღონისძიებაზე, 2024 წლის 8 ნოემბერი ნიუ იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი
ანგელა ბიენსე, თინა ნოულზი, ბიონსე, კელი როულენდი და სამანტა ბარი Glamour -ის წლის ქალის ღონისძიებაზე, 2024 წლის 8 ნოემბერი ნიუ იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი

Glamour-ის წლის ქალების დაჯილდოების  ცერემონიას ჟურნალი Glamour ყოველწლიურად მართავს,  სადაც პატივს მიაგებენ გავლენიან ქალებს სხვადასხვა სფეროდან. 

8 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გამართულ Glamour-ის ღონისძიებაზე ბიონსეც იმყოფებოდა, სადაც ჟურნალმა  წლის ქალის ჯილდო მის დედას, თინა ნოულზს მიანიჭა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბილი აილიში, ანა ვინტური, კელი როულენდი, დემი ლოვატო და სხვა ვარსკვლავები. ღონისძიებაზე თინა ნოულზი აუდიტორიის წინაშე წარდგა და დედობრივი გრძნობის შესახებ ემოციური სიტყვა წარმოთქვა. სიტყვამ აუდიტორიაზეც იმოქმედა, თუმცა ბიონსეს განსაკუთრებით შეეხო და სუპერვარსკვლავს თვალებზე ცრემლი მოადგა.

“ჩემი შვილები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია, ისინი ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ,  ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ და ყველაზე ბედნიერ მომენტებში მათგან თანადგომას და გამხნევებას ვგრძნობდი. ამ ყველაფერმა კი მაგრძნობინა, რომ ყველაფრის დაძლევა შემიძლია.” – თქვა აღელვებით თინა ნოულზმა.

„ყველაზე ხშირად მეკითხებიან ჩემ  შვილებთან დაკავშირებით რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად მეამაყება. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, თუ როგორი ადამიანები არიან ისინი.”  – განაგრძო ემოციით აღსავსე თინა ნოულზმა

ღონისძიება თინა ნოულზის  ჟურნალ Glamour-ის ყდაზე გამოჩენიდან რამდენიმე დღეში გაიმართა. გამოცემის ყდას ასევე ამშვენებდნენ ბილი აილიშის, სელენა გომესის და ტრევის კელსის დედები – მეგი ბაიარდი, მენდი ტიფი და დონნა კელსი.

ინტერვიუში თინა ნოულზი ბიონსეს ადრეულ ასაკს იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სუპერვარსკვლავმა პოპულარობა მოზარდობის ასაკში მოიპოვა, თინა მას ყოველთვის თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა.

იხილეთ ვიდეო, სადაც ბიონსე ემოციებს ვერ იკავებს თინა ნოულზის გამოსვლის დროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

შემდეგი სტატია

პირველად ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ქართული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი