მადონა 070 Shake-თან ერთად ჰიტის Frozen რემიქსს აანონსებს

ფოტო: Madonna/IG

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, მადონამ 2021 წლის დეკემბერში DJ Sickick-თან ერთად ჰიტის Frozen რემიქს ვერსია გაავრცელა. მოგვიანებით მან გრემის მფლობელ ალბომში Ray of Light შესულ სინგლზე კვლავ DJ Sickick-თან და ნიგერიელ მუსიკოს Fireboy DML-სთან ითანამშრომლა. ახლა კი 63 წლის არტისტმა განაცხადა, რომ სიმღერის მორიგ ალტერნატიულ ვერსიაზე ნიუ იორკელ შემსრულებელ 070 Shake-თან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ მადონამ კომპოზიცია 1998 წელს პატრიკ ლეონარდთან და უილიამ ორბიტთან თანაავტორობით დაწერა.

“070 Shake-თან ერთად შექმნილი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეო ორ დღეში გავრცელდება “, – წერს მადონა ინსტაგრამზე და კლიპის 17-წამიან თიზერს აქვეყნებს.

მადონას 1998 წლის ჰიტმა Frozen, რომელიც მაშინ ბილბორდის ცხელი ასეულის მეორე პოზიციაზე გავიდა და Dance Club Songs-ის ჩარტს ლიდერობდა, ფართო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც გასული წლის დეკემბერში კანადელი DJ Sickick-ის მიერ შექმნილი ტრეკის განახლებული ვერსია პლატფორმა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ნამუშევარი საცეკვაო/ელექტრონული კომპოზიციების ჩარტში მე-15 ადგილზე მოხვდა.

შვიდი გრემისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალი მუსიკოსია. მრავალი ჰიტის ავტორი დღესაც თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. მომღერლის 50 კომპოზიცია ბილბორდის Dance Club Songs-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი, შედეგად ის ერთადერთი არტისტია, რომელმაც ამ რაოდენობის ნამუშევრით რომელიმე ჩარტში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ამასთან, მადონა ერთადერთი ქალი მუსიკოსია, რომლის 38 სიმღერაც Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა.

დანიელე ბალბუენამ, ფსევდონიმით 070 Shake, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ის მუსიკალური კოლექტივის 070 წევრია. შეიქმა სადებიუტო ჩანაწერი Glitter 2018 წლის მარტში გაავრცელა. ფართო საზოგადოების ყურადღება მან რეპერ ქანიე ვესთთან კომპოზიციებზე Ghost Town, Violent Crimes და Santeria თანამშრომლობით მიიპყრო. მუსიკოსი აგრეთვე ჰიპ ჰოპ არტისტების Pusha T და Nas ტრეკებში მონაწილეობდა. პირველი სტუდიური ალბომი Modus Vivendi შეიქმა 2020 წელს გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ Foo Fighters-მა კონცერტები გააუქმა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა კეისი მასგრეივსის High Horse იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი