შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიმართ თავის შერეულ გრძნობებზე  საუბრობს

მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში საბოლოოდ შესვლის შემდეგ ბილბორდთან საუბრობს: „მაინტერესებდა, მეტი რა უნდა გამეკეთებინა, იქ რომ მოვმხვდარიყავი” – ამბობს შერი
შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშის ცერემონიის დროს, 19 ოქტომბერი, 2024 წელი, ოჰაიო. ფოტო: არტურო ჰოლმსი
შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშის ცერემონიის დროს, 19 ოქტომბერი, 2024 წელი, ოჰაიო. ფოტო: არტურო ჰოლმსი

შერის დიდი ხნის ნანატრი ოცნება 19 ოქტომბერს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ასრულდა. ცერემონიაზე მომღერალი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ დიდების დარბაზში შესვლას 35 წელი ელოდა: „ჩემი გრძნობები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიმართ სიყვარულსა და სიძულვილს შორისაა. ვფიქრობდი, მეტი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ამ ადგილის ნაწილი გავმხდარიყავი.”

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მფარველს დევიდ გეფენს, რადგან მან ნამდვილად დაწერა წერილი და გაუგზავნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წარმომადგენლებს და აი, აქ ვარ. ასე რომ, მადლობა დევიდ, მადლობა, რომ ასე ძალიან ზრუნავ ჩემზე. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვარ.“

შერის 60-წლიანი კარიერა მის აწ გარდაცვლილ ყოფილ მეუღლესთან, სონი ბონოსთან მუშაობით იწყება, რომელიც ფილ სპექტორის Wrecking Crew-სთან სესიებით გაგრძელდა. „არასდროს მქონია იმის პერსპექტივა, რომ საქმის გარდა რამე სხვაზე მეფიქრა. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ყოველ წუთს საქმიდან საქმეზე გადავდიოდი, როდესაც პრობლემას ვაწყდებოდი და ამ გზას ვეჯახებოდი, უკან ვიხევდი, ვტრიალდებოდი და სხვა მიმართულებით მივდიოდი, რადგან არ ვაპირებდი შევჩერებას. მინდოდა, ის გამეკეთებინა, რაც მიყვარდა.” – ამბობს შერი.

„რაც შეეხება სონის და შერს, ხომ მოხვდნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში? ვფიქრობ, ჩვენ ამას ვიმსახურებდით. ჩვენ  იმ პერიოდში გულუბრყვილოები, მაგრამ ძალიან ავანგარდულები ვიყავით. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ შევიდოდი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ არასდროს შეგვიყვანდნენ.”

ცერემონიაზე გამოსვლისას შერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქალთა უფლებებს და მათ მიმართა:  „ერთი რამ, რაც ნამდვილად არასდროს გამიკეთებია, ეს დანებებაა. მე ვესაუბრები ქალებს, ჩვენ ყოველთვის  ვიყავით წნეხის ქვეშ, თუმცა ვაგრძელებთ სწრაფვას და წინსვლას, რადგან ჩვენ განსაკუთრებულები ვართ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად კამალა ჰარისის კამპანიამ ტეილორ სვიფტის ფილტრი შექმნა

შემდეგი სტატია

შერმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიურ ცერემონიაზე თავისი გამოსვლა ქალებს მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსის სიმღერა 2025 წლის ოსკარზე წარსადგენი სიიდან ამოიღეს 

სიმღერა ჯიმ კროჩეს 1973 წლის ჰიტის, I Got a Name-ის მსგავსად იქნა მიჩნეული, რომლის თანაავტორიც კინოაკადემიის ბორდის წევრია.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი
წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი
Nick Cave & The Bad Seeds-ის ალბომი Wild God 30 აგვისტოს გამოვიდა. ფოტო: მეგან კალენი

ნიკ ქეივი 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალურ პრემიის ნომინანტთა შორისაა

Nick Cave & the Bad Seeds-ის ალბომი Wild God AMP-ის ნომინანტთა შორისაა, სადაც Amyl and The Sniffers-ის, Dirty Three-ის, Hiatus Kaiyote-ის და სხვა არტისტების ალბომებიც არის წარდგენილი.
მეტი