People – ჯგუფმა Lady Heroine ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიმღერა შევა ჯგუფის დაანონსებულ ალბომში, რომელიც ნოემბერში გამოიცემა.
Lady Heroine – People

ჯგუფმა Lady Heroine ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე People, რომელიც ჯგუფის დაანონსებულ ალბომში შევა. 

როგორც Lady Heroine-ის ფრონტმენი კოტე კალანდაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს,  სიმღერის ტექსტი ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოებაზეა. კოტე კალანდაძის თქმით, კონკრეტულ კლიპში მონაწილეობას იღებს იმ პროტესტის მონაწილეების ნაწილი, ვინც არ ეთანხმება კულტურის სამინისტროს რეპრესიულ და არაგამჭვირვალე პოლიტიკას.  უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, როს გამოც  450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ბოიკოტის რეჟიმშია კინოცენტრთან.

კოტე კალანდაძე:

„კლიპი ერთ დღეში გადავიღეთ და, თუ სწორად მახსოვს, იმავე დღეს დავამონტაჟე. შემდეგ შევეხმიანე კინო-პროტესტის მონაწილეებს და საკუთარი პორტრეტების 5-წამიანი ვიდეოების გამოგზავნა ვთხოვე. ასე შეიქმნა ვიდეო.”

Lady Heroine-მა ამ დროისათვის ბოლო ალბომი, Post Punk,  2023 წელს გამოსცა. რაც შეეხება  ჯგუფის დაანონსებულ ნამუშევარს, მასში 10 სიმღერა შევა. 

Post Punk-ის მსგავსად, ახალი ალბომიც პანდემიის პერიოდში ჩაწერილ მასალას უკავშირდება. ძალიან ბევრს ვმუშაობდით მაშინ სახლში ჩაკეტილები და ბევრი ტრეკი ჩავწერეთ. ჟღერადობა უფრო ეკლექტურია და რამდენიმე სტილის ნაზავია, მათ შორის არის პოსტ პანკი, Dark Wave, სინთ პოპი, ჰიპ-ჰოპი. ალბომს ნოემბერში გამოვცემთ.”

Lady Heroine 2009 წელს შეიქმნა და ამ დროისათვის ხუთი ალბომი გამოსცა. ბენდის წევრები არიან: კოტე კალანდაძე (ვოკალი გიტარა),  გიორგი კორძახია (გიტარა, კომპიუტერი) ირაკლი დოლიძე (ბას გიტარა) და დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 

რაც შეეხება ახალ ალბომს, მის ჩაწერაში ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ირაკლი დოლიძემ, რომელსაც ალბომში  ბას გიტარის პარტიები ეკუთვნის. ასევე ტრეკში სახელწოდებით People სოლო გიტარის პარტიას ნიკოლოზ ბუზალაძე (ბულია) ასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kreizi Frog – ანუკა ყიფშიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

შემდეგი სტატია

ალ პაჩინო Scarface-ის წარმატებას ჰიპ-ჰოპ თემის დამსახურებად მიიჩნევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი