კანიე უესტი ახალი ალბომის ყდას აქვეყნებს

რეპერმა ალბომის პირველი სინგლი, „Beauty and the Beast“, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა
კანიე უესტი
Scott Dudelson/Getty Images

Ye-მ, იგივე კანიე უესტმა, არტისტ Ty Dolla $ign-თან ერთად ალბომ „Vultures“-ის ორივე ნაწილის გამოცემის შემდეგ, ყურადღება სოლო პროექტზე გადაიტანა. რეპერმა მომავალი ალბომის ყდა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ალბომის სახელწოდებაა „Bully“, შავ-თეთრი ფოტო კი ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფის, დაიდო მორიამას მიერაა გადაღებული.

ჟურნალ Outpump-ის ვარაუდით, ალბომის ყდა  უძველეს იაპონურ ტრადიციას, „ოჰაგუროს“ ასახავს, რაც  კბილების შავად შეღებვას გულისხმობს. ძველად ამ სიმბოლოს იაპონიაში ზრდასრულობისა და მაღალი სოციალური კლასის წარმოჩენის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. 

ცნობილი ამერიკელი მუსიკალური ჟურნალისტი ტურე (Touré) ინსტაგრამზე კანიეს შესახებ ვიდეოს აქვეყნებს: „კანიე ახლა ტოკიოში ცხოვრობს და სასტუმროში თავის მომავალ ალბომზე, „Bully“-ზე მუშაობს. ის ალბომს სასტუმროს ნომერში წერს. ყველანაირი ტექნიკა იქ აქვს აწყობილი. ეს იქნება კონცეპტუალური ალბომი, სადაც კანიე თავად იქნება ამ ერთადერთი პროდიუსერი. ტრადიციულად კანიე დიდი გუნდის პროდუქტია,  სადაც მას შემოქმედებითი გუნდი, ავტორები და პროდიუსერები ეხმარებიან პროდუქტის შექმნაში, თუმცა ამჯერად კანიე ყველაფერს თავად აკეთებს. ეს მისი ცხოვრების ახალი, სუფთა თავია, რადგან ტოკიოში მას შეუძლია იყოს ის, ვინც სურს…“ – ამბობს ტურე ინსტაგრამ ვიდეოში.

სინგლი „Beauty and the Beast“ კანიე უესტმა ჩინეთში გამართულ კონცერტებზე პირველად შეასრულა ცოცხლად და, როგორც ჩანს, რეპერმა სიმღერა ალბომ „Bully“-ს მთავარ სინგლად აირჩია.  კანიემ „Beauty and the Beast“-ზე  სიზმრისეული ვიზუალით გადაღებული ვიდეო საკუთარ ვებ-გვერდზე bully.yeezy.com-ზე გამოაქვეყნა.

კანიე უესტისა და  Ty Dolla $ign-ს ალბომი „Vultures 1“ თებერვალში გამოიცა და ბილბორდ 200-ის სათავეში მალევე აღმოჩნდა. რეპერმა მარტში ბილბორდ 100-ში მოწინავე პოზიცია დაიკავა სიმღერით Carnival, სადაც  Playboi Carti და Rich the Kid მონაწილეობენ. ალბომი „Vultures 2“ კი აგვისტოში გამოვიდა და ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კანიე უესტის ალბომ „Bully“-ს გამოცემის თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ნახეთ ალბომის არტ-ქავერი არტისტის ინსტაგრამ გვერდზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy-ს ნაშვილები ვაჟი ქუინსი ბრაუნი რეპერის მონაწილეობით საოჯახო ვლოგის თიზერს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

რიანას თქმით, კენდრიკ ლამარი 2025 წლის  სუპერ ბოულის ჰედლაინერობას იმსახურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Diddy-ს ნაშვილები ვაჟი ქუინსი ბრაუნი რეპერის მონაწილეობით საოჯახო ვლოგის თიზერს აქვეყნებს

ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული, რადგან Diddy 16 სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
მეტი
Anana Kaye

ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს, ახალი სიმღერა Running From Love

Running From Love ცნობილი ამერიკელი ფოლკ მუსიკოსის დეივიდ ოლნისთვის დაწერილი სიმღერაა, რომელიც სპეციალურად მისთვის მიძღვნილი ალბომისთვის ჩაიწერა.
მეტი

დეტროიტში, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე, რომელშიც ემინემიც მონაწილეობდა, ბარაკ ობამამ Lose Yourself გარეპა

ობამა სცენაზე ემინემმა წარადგინა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
მეტი

ალ პაჩინო Scarface-ის წარმატებას ჰიპ-ჰოპ თემის დამსახურებად მიიჩნევს

1983 წლის ფილმი თავდაპირველად კრიტიკოსებმა მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა მოგვიანებით Scarface საკულტო კლასიკად იქცა ისეთი აუდიტორიის წყალობით, როგორიც ჰიპ-ჰოპ კომუნაა.
მეტი