დუა ლიპა ინგლისის ეროვნული რადიოსადგურის, Tiny Desk-ის პროექტში ახალი მუსიკალური სესიით დაბრუნდა

NPR Tiny Desk-ში დუა ლიპას მუსიკალური სესიის ეპიზოდს დღემდე პროექტის ყველაზე მეტი ნახვა აქვს.
დუა ლიპა. ფოტო: NPR Music: Tiny Desk Concert

2020 წელს, პანდემიის დროს, დუა ლიპა ინგლისის ეროვნული რადიოსადგურის მუსიკალური პროექტის, NPR Tiny Desk-ის სტუმარი იყო. მის მიერ შესრულებულმა კონცერტმა რეკორდი მოხსნა და დღემდე რჩება მუსიკალურ სესიად, რომელიც 130 მილიონზე მეტი ნახვით სხვა ეპიზოდებს შორის ლიდერობს. ახლახან დუა დაბრუნდა NPR-ის პროექტში და  თავის ახალ ალბომში, Radical Optimism-ში შესული სიმღერები შეასრულა. 

NPR-ის ჟურნალისტ არი შაპიროსთან ინტერვიუში მომღერალმა გაამხილა, რომ ალბომის ტრეკი Happy For You განსხვავებული ფორმით წარადგინა და ენერგიული სიმღერიდან ის ბალადად გადაიქცა, სადაც წამყვანი ჟღერადობა პიანინოსა და ვოკალის ერთობლიობაა. ვარსკვლავის თქმით, ამგვარად სიმღერა პირვანდელ, დახვეწილ ფორმას დაუბრუნდა, ელექტრონული მელოდიის გარეშე. „მგონია, რომ ამგვარად ეს სიმღერა სხვანაირად ჟღერს და ტექსტსაც მსმენელი განსხვავებულად აღიქვამს,“ – თქვა დუა ლიპამ.

NPR Tiny Desk-ის მუსიკალური სესია აკუსტიკურ ტონალობაში, Training Season-ით გაიხსნა. დუა ლიპას სიმღერის შესრულებისას აკომპანირებას შვიდკაციანი ბენდი უკეთებდა. 

„ყოველთვის მინდოდა, აქ ვმდგარიყავი,“ – გაუმხილა დუა ლიპამ NPR-ის გუნდს. „Tiny Desk-ის პროექტში კონცერტი 2020-ში გავმართეთ. ასე რომ, აქ ყოფნა ჩემთვის მართლაც განსაკუთრებულია,“ – აღნიშნა ვარსკვლავმა და თქვა, რომ შთაგონებულია იმით, თუ როგორ წარმოაჩენენ ამ პლატფორმაზე არტისტები სიმღერებს ახალი ინტერპრეტაციებითა და მიგნებებით. დუა ლიპას თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Happy For You განსხვავებულად შეესრულებინა: საცეკვაო ენერგიული პოპ სიმღერის  ნაცვლად, არტისტმა ის პიანინოსა და ვოკალის მინიმალურ კომბინაციად აქცია, რამაც ტექსტსაც ახალი, მეტად სევდიანი შინაარსი შესძინა. 

სესია დასრულდა ალბომის წამყვანი სინგლის, Houdini-ს შესრულებით, რომელიც ენერგიული ჟღერადობით გამოირჩევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს”

შემდეგი სტატია

Doja Cat ბრეილენ დიონი

Doja Cat  ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი