ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

Billboard
30 ოქტომბერი, 2024

„უღრუბლო ცას” შესულია ჯგუფ „ვაკის პარკის” 2003 წლის ალბომში „ახალი დღე”.

ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცას” ჰოლივუდის ახალ ფილმში გაჟღერდება. რეჟისორ მაიკლ პოლიშის მიერ გადაღებული ფილმი Alarum აშშ-ში 16 იანვარს გამოვა და მასში მთავარ როლს ჰოლივუდის ლეგენდა სილვესტერ სტალონე ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ სკოტ ისტვუდი და უილა ფიცჯერალდი. 

ინფორმაცია Alarum-ზე უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. პლატფორმა Imdb-ს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ფილმი ორი ჯაშუშის შესახებაა, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან მიდიან, რის შემდეგაც მათი კვალი ქრება. თუმცა ცოტა ხანში ისინი ჯაშუშთა საერთაშორისო ორგანიზაციების თავდასხმის ქვეშ მოექცევიან, რომლებიც დაკარგულ მყარ დისკს ეძებენ. მათ შორის არის CIA-ს ცივსისხლიანი აგენტი ჩესტერი (სილვესტერ სტალონე). ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა მიმალული და საიდუმლოდ დაქორწინებული ჯაშუშები ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან წასული აგენტების დამოუკიდებელ ქსელს შეუერთდნენ, სახელწოდებით Alarum.

სწორედ ამ სიუჟეტის ერთ-ერთ სცენაში გაჟღერდება ზაზა ხუციშვილის ცნობილი სიმღერა „უღრუბლო ცას”, რომელსაც ჯგუფი „ვაკის პარკი” ასრულებს. დეტალებზე Billboard საქართველოს თავად მუსიკოსი ესაუბრა.

ზაზა ხუციშვილი:

„რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობარმა ამერიკელმა მუსიკოსმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობარს აქვს კომპანია, რომელიც ამერიკულ ფილმებს მუსიკის მოძიებაში ეხმარება. ამჟამად კი ეძებდა მუსიკოსებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რათა შეერჩიათ შესაბამისი კომპოზიცია ერთ-ერთი ამერიკული ფილმისთვის. როგორც ვიცი, ბევრი მასალა იყო გაგზავნილი. პირადად მე 7-8 სიმღერა გავგზავნე. ამის შემდეგ რამდენჯერმე გამოვიდნენ კონტაქტზე, საბოლოოდ კი მითხრეს, რომ დაინტერესდნენ სიმღერით „უღრუბლო ცას” და გამაგზავნინეს როგორც მისი ქართული ვერსია, ასევე ინგლისური თარგმანი, რათა სცოდნოდათ, თუ რაზე იყო ტექსტი. თუმცა მე ამ პერიოდში სულ მეგონა, რომ ეს იქნებოდა რაღაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი შტატის ტელევიზიის ფილმი, რადგან არც ინფორმაცია მქონდა და არც წარმომედგინა, რომ მასში ამხელა ვარსკვლავები ითამაშებდნენ. და, აი, რამდენიმე დღის წინ მომივიდა მოლოცვის წერილი, რომ ფილმისთვის შერჩეულია ჩემი სიმღერა „უღრუბლო ცას”, რომელიც გაჟღერდება ქართულ ენაზე 1:40 წუთის განმავლობაში, რაც საკმაოდ დიდი დროა. მითითებულია კონკრეტული სცენაც. ეს არის ეპიზოდი სადაც ორი სამხედრო მოსამსახურე საუბრობს რაღაცაზე და სწორედ ამ საუბარს გასდევს ეს კომპოზიცია. შემდეგ კი მივიღე ხელშეკრულება, სადაც ეწერა, რომ ფილმში მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს, ასევე კლინტ ისტვუდის შვილი სკოტ ისტვუდი. ეს ისეთი სიხარული იყო ჩემთვის, ვერ აღგიწერთ. განსაკუთრებით ის, რომ ასეთი მასშტაბის ფილმში ჩემი სიმღერა ქართულ ენაზე გაიჟღერებს.”

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი დონის მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ ჰოლივუდის ფილმში ქართული საესტრადო სიმღერა გაჟღერდება.  „უღრუბლო ცას” შესულია ჯგუფ „ვაკის პარკის” 2003 წლის ალბომში „ახალი დღე”. ალბომი აერთიანებს ჯგუფის ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა „ბრძოლა წესების გარეშე”, „Email”, თავად „ახალი დღე” და სხვები. სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპი კახა ოთარაშვილს ეკუთვნის და მასში გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის ფოტოები. 

„ჩემი სიმღერა რომ იქ მოხვდა, ეს ხომ ძალიან გამიხარდა, მაგრამ განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ სწორედ ეს კომპოზიცია შეირჩა. კი, ავტორს ყველა შენი სიმღერა გიყვარს, მაგრამ „უღრუბლო ცას” იმ სიმღერებს განეკუთვნება, რომლებიც თავის დროზე ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორც სხვები, თუმცა ჩემთვის იმათზე გაცილებით ძვირფასი იყო ყოველთვის. ტექსტს თუ მიჰყვებით, პრაქტიკულად, ჩვენს ყოფაზეა –  საქართველოს ბოლო პერიოდის მოკლე ისტორიაზე. რაც შეეხება თავად მოვლენას, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მუსიკალური ინდუსტრიისთვის, რადგან დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ინტერესი წამოვიდეს ქართული მუსიკის მიმართ.”

ნახეთ WLWT-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი ფილმის გადაღების შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

შემდეგი სტატია

Tyga 2018 წლის 30 აგვისტო Beauty & Essex, ლოს ანჯელესი სამი დრასინი

ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი TYGA თბილისს ეწვევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული, ვიდეო-კლიპი Disease

სუპერვარსკვლავმა კლიპის პარალელურად სიმღერა Die With a Smile-ის ცოცხალი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს
მეტი

2025 წლის გრემის დაჯილდოების პროგნოზები: საუკეთესო R&B სიმღერა და საუკეთესო R&B შესრულება

გთავაზობთ ამერიკული Billboard-ის სტატიას, რომელშიც ავტორმა განიხილა სამი კატეგორიის - საუკეთესო R&B შესრულების, საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების პროგნოზები.
მეტი