2024 წლის ავსტრალიის მუსიკალური პრემიის საბოლოო სიაში 600 ალბომიდან ჟიურიმ მხოლოდ ცხრა ალბომი შეიყვანა.
ამ სიაში ვეტერანი შემსრულებელი Nick Cave & the Bad Seeds თავისი მეთვრამეტე ალბომით, Wild God-ით არის წარდგენილი. ნიკ ქეივს ავსტრალიის მუსიკალური პრემიის ორი ათწლეულის განმავლობაში ოთხჯერ აქვს ნომინაცია მიღებული: 2016 წელს – მე-16 სტუდიური ალბომისთვის Skeleton Tree, 2019 წელს – Ghosteen-ისთვის და 2021 წელს უორენ ელიზისა და ნიქ ქეივის კოლაბორაციული ნამუშევრისთვის – Carnage.
ავსტრალიურმა პანკ-ჯგუფმა Amyl and The Sniffers, მესამე ალბომით Cartoon Darkness მუსიკალური პრემიის ნომინანტთა შორის კიდევ ერთხელ დაიკავა ადგილი. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ეს მათი მესამე ნომინაციაა. პრემიაზე ასევე ნომინირებულია მელბურნის ნეო-სოულ კვარტეტი Hiatus Kaiyote, ალბომისთვის Love Heart Cheat Code. 2021 წლის ალბომ Mood Valiant-ის შემდეგ ეს მათი მეორე ნომინაციაა.
ავსტრალიური მუსიკალური პრემიის ნომინაციაში პირველად მოხვდნენ არტისტები: გრეის კუმინგსი, ალბომით Ramona და როუენა უაიზი ალბომით Senseless Acts of Beauty.
წლევანდელ შორთ ლისტში ARIA-ს ჯილდოზე წარდგენილია Dobby-ს ალბომი Warrangu; River Story, რომელიც საუკეთესო მსოფლიო მუსიკის ალბომების კატეგორიაში გამარჯვების პრეტენდენტია და ასევე ოდრი პაუნის ალბომი From the Fire, რომელიც საუკეთესო ჯაზ ალბომების კატეგორიაშია ნომინირებული.
მუსიკალური პრემიის დამფუძნებლისა და დირექტორის სკოტ მერფის ხელმძღვანელობით, ავსტრალიის მუსიკალური პრემიის წინა გამარჯვებულებს შორის არიან: სამპა დე გრეითი, დი ავალანჩესი, კორტნი ბარნეტი, გურუმული, კინგ სტინგრეი და RVG.
“ავსტრალიის მუსიკალური პრემიის (AMP-ის), SoundMerch-ის, ჩვენი ინდუსტრიის პარტნიორების და მთლიანად ავსტრალიის მუსიკალური ინდუსტრიის სახელით, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჟიურის წევრებს, მათი ენთუზიაზმისთვის. ნამდვილად არ არის მარტივი 600-ზე მეტი ალბომის განხილვა და აქედან მხოლოდ 9 ალბომის ამორჩევა.” – განაცხადა სკოტ მერფიმ.
გამარჯვებული ალბომი APRA AMCOS-ში 4 დეკემბერს, გამოვლინდება. მთავარი სპონსორის, SoundMerch-ის მხარდაჭერით გამარჯვებული არტისტი ფულად პრემიას – 50,000 ავსტრალიურ დოლარს მიიღებს.
“მადლობას ვუხდით ყველას მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს AMP-ის მიერ აღიარებას,” – განაცხადა Nick Cave & the Bad Seeds-მა.
ავსტრალიის მუსიკალური პრემიის ნომინაციას Amyl and The Sniffers-ის წევრი დეკ მერტენსიც გამოეხმაურა: “მადლობელი ვართ, რომ ამ პრემიის შორთ ლისტში ჩვენც დავსახელდით, ავსტრალიური მუსიკა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ვამაყობთ, რომ მის შექმნაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი.”
ნახეთ 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალური პრემიის – AMP-ის ნომინირებულები:
ოდრი პოუნი – From the Fire
Amyl and The Sniffers – Cartoon Darkness
Dobby – Warrangu; River Story
გრეის კამინგსი – Ramona
Hiatus Kaiyote – Love Heart Cheat Code
Kankawa Nagarra – Wirlmarni
Nick Cave & the Bad Seeds – Wild God
როუენა ვაიზი – Senseless Acts of Beauty
Dirty Three – Love Changes Everything