ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ – ამბობს მუსიკოსი.
ალ გრინი. ფოტო: Lisa Maree Williams/Getty Images

სოულის ლეგენდა ალ გრინმა R.E.M.-ის 1993 წლის ცნობილი სინგლის, სახელწოდებით  Everybody Hurts ქავერ ვერსია წარადგინა. მისეულ ვერსიაში არტისტმა სიმღერას ტრადიციული სოულის ჟღერადობა შესძინა. სიმღერა 19 ნოემბერს გამოქვეყნდა. მუსიკოსს აკომპანირებას უწევს ორკესტრი, სიმებიანი ინსტრუმენტები და ბექ-ვოკალისტები, რაც ტექსტის დადებით განწყობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.  

„როდესაც Everybody Hurts-ზე ვმუშაობდი,  ვგრძნობდი სიმღერის სიღრმეს და ვცდილობდი მასში იმედისა და სინათლის ნოტები შემეტანა,“ – დაწერა გრინმა სოციალურ ქსელში. „ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე.“  

Everybody Hurts-ის ორიგინალური ვერსია შესულია R.E.M.-ის 1992 წლის ალბომში  Automatic for the People და მალევე ნამუშევრის ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება სინგლს, ნამუშევარმა Hot 100-ში 29-ე ადგილი, ხოლო Pop Airplay ჩარტში – მე-13 ადგილი დაიკავა.  

სიმღერა წლების განმავლობაში გამოიყენებოდა საქველმოქმედო ღონისძიებებისა და კამპანიების მუსიკალური გაფორმებისათვის, მათ შორის არის Helping Haiti Fund, რომელიც 2010 წელს ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ისახავდა მიზნად. 

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში სიმღერაზე ჩაწერილ ქავერ ვერსიაში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მერაია კერი, მაილი საირუსი, როდ სტიუარტი და სხვები.  

2019 წელს სიმღერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლის კლიპში გამოიყენება, რასაც R.E.M.-ის უკმაყოფილება მოჰყვა. ბენდმა სიმღერის გამოყენება გააპროტესტა, რის შემდეგაც Twitter-მა კლიპი პლატფორმიდან წაშალა.  

Everybody Hurts-ის ქავერი ალ გრინის პირველი სინგლია მას შემდეგ, რაც 2022 წელს ლუ რიდის Perfect Day-ს და 2018 წელს ფრედი ფენდერის Before the Next Teardrop Falls-ის ქავერები გამოუშვა. არტისტის ბოლო სტუდიური ალბომი სახელწოდებით Lay It Down 2008 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-9 ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

შემდეგი სტატია

Dua Lipa Elizabeth Miranda

დუა ლიპა  „როიალ ალბერტ ჰოლში“ ჩატარებულ კონცერტს ალბომად გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაეგეგმა და აღესრულებინა მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოეხდინა პოტენციური მსაჯულების განწყობაზე.
მეტი