Songs of a Lost World-ის წარმატების შემდეგ ჯგუფი The Cure ორ ახალ ალბომს აანონსებს

The Cure-ის ვოკალისტ რობერტ სმიტის თქმით, ალბომ Songs of a Lost World-ის გამოსვლის შემდეგ კიდევ ორი ახალი ალბომი გამოვა.
რობერტ სმიტი 2023 წლის 17 სექტემბერს, Riot Fest-ზე. ფოტო: Jason Squires/FilmMagic.
რობერტ სმიტი 2023 წლის 17 სექტემბერს, Riot Fest-ზე.
ფოტო: Jason Squires/FilmMagic.

Absolute Radio-სთან უახლეს ინტერვიუში რობერტ სმიტმა მომავალ ალბომებზე ისაუბრა. The Cure-მა ახალი ლაივ ალბომის, Songs of a Live World-ის გამოშვება დააანონსა.

„არსებობს კიდევ ერთი ალბომი, რომელიც თითქმის მზადაა გამოსაშვებად. შეიძლება ითქვას, ეს  თანმხლები ალბომია და არსებობს კიდევ ერთი ახალი  ალბომი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ეს ღამით, სტუდიაში გაკეთებული ჩანაწერების ერთობლიობაა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად კარგია, უბრალოდ, ეს სრულიად განსხვავებული რამ არის.“ –  თქვა ინტერვიუს დროს რობერტ სმიტმა.

„ალბომი Songs of a Lost World მართლაც ძალიან ემოციური ნამუშევარია, თუმცა მისი თანმხლები ალბომი არც ისე მძიმეა მოსასმენად. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ ალბომს, ის ძალიან უცნაურია. ბოლომდე დასრულებული არ არის, რადგან ამჟამად ჩემი ყურადღება სიმღერების შესრულებაზეა გადატანილი. ჩვენი ახალი ალბომის გაზიარებისას ხალხისგან იმდენად დადებითი ემოციები და ზღვა სიყვარული მივიღეთ, რომ არ მინდა ეს დასრულდეს. ეს მართლაც ძალიან კარგი იყო.” – ამბობს რობერტ სმიტი დასასრულს.

The Cure-ის ალბომ Songs of a Lost World-ის გამოშვებას უზარმაზარი წარმატება მოჰყვა. ალბომი 1992 წელს გამოსული Wish-ის შემდეგ პირველია, რომელიც ინგლისში ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 

Songs of a Lost World ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად იქცა, გაყიდვების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა და ბილბორდ 200-ში მეოთხე პოზიცია დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის მუსიკალური და კულტურული გავლენის შესახებ წიგნი გამოიცა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში კვლავ შიშობს, რომ ახალ მუსიკას ვერ შექმნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი