მოუსმინეთ: Red Hot Chili Peppers ახალ ალბომს Unlimited Love ავრცელებს

ფოტო: Jon Kopaloff/GI

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Red Hot Chili Peppers რიგით მე-12 სტუდიური ალბომი Unlimited Love გამოუშვა, რომელიც 17 სიმღერას მოიცავს. ეს ბენდის მიერ 2006 წლის შემდეგ გამოცემული პირველი ნამუშევარია, რომელშიც გიტარისტი ჯონ ფრუშანტე მონაწილეობს, ხოლო 2011 წლის შემდგომ გამოქვეყნებული პირველი ჩანაწერია, რომლის პროდიუსინგიც რიკ რუბინს ეკუთვნის. ყველა მათგანს წარსულში ერთად ალბომებზე Blood Sugar Sex Magik, By The Way და Stadium Arcadium აქვთ ნამუშევარი.

სტუდიური ჩანაწერის გამოშვებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბენდს ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლექტივის მეგობრები, მუსიკოსი ბობ ფორესტი, ფანკ შემსრულებელი ჯორჯ კლინტონი და მსახიობი ვუდი ჰარელსონი.

ფოტო: Jon Kopaloff/Getty Images

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს – სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ბენდი 2012 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Japanese Breakfast-მა Bon Iver-ის Skinny Love დააქავერა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი ახალი ალბომიდან პირველ სინგლს As It Was ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი