მოუსმინეთ: Japanese Breakfast-მა Bon Iver-ის Skinny Love დააქავერა

ფოტო: Peter Ash Lee

ამერიკელი მუსიკოსი, მიშელ ზაუნერი, ექსპერიმენტული პოპ პროექტით Japanese Breakfast, ინდი ფოლკ ჯგუფის Bon Iver სიმღერის Skinny Love ქავერ ვერსიას ავრცელებს. ნამუშევარი სერიის Spotify Singles ფარგლებში ჩაიწერა. კომპოზიცია ზაუნერის განახლებული სინგლის ბი-საიდზეა წარმოდგენილი.

მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify თავის პროექტში მონაწილეობის მისაღებად წლევანდელ გრემიზე ახალბედა არტისტის ნომინაციაში წარდგენილი შემსრულებლები მიიწვია, რომლებსაც წარსულში ამავე კატეგორიაში დასახელებული მუსიკოსების ნამუშევრების ალტერნატიული ვერსიების შექმნა დაევალათ. აღსანიშნავია, რომ “ბონ ივერმა” 2012 წელს ხსენებული ნომინაცია მოიგო.

“ბონ ივერის” Skinny Love იმიტომ შევარჩიეთ, რომ ვიფიქრეთ, Japanese Breakfast-ის მხრიდან ამ სიმღერის შესრულება მოულოდნელი იქნებოდა. ძალიან გულისამაჩუყებელია. ტრეკს რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტის ჟღერადობა დავამატეთ”, – ნათქვამია Japanese Breakfast-ის განცხადებაში.

Japanese Breakfast ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ასევე საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომის კატეგორიაში ნამუშევრით Jubilee წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიშელ ზაუნერმა გასულ წელს წიგნი Crying in H Mart: A Memoir გამოსცა, რომელიც New York Times-ის ბესტსელერი გახდა. მასში არტისტი დედამისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კიბოს ებრძვის.

მიშელ ზაუნერმა პროექტით Japanese Breakfast მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. სადებიუტო სტუდიური ალბომი Psychopomp კი 2016 წელს გამოუშვა. მისი შემოქმედება ინდი პოპსა და ექსპერიმენტულ პოპს აერთიანებს. მუსიკოსს ამ დრომდე სამი ჩანაწერი აქვს გავრცელებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Machine Gun Kelly და blackbear კლიპს make up sex ავრცელებენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Red Hot Chili Peppers ახალ ალბომს Unlimited Love ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი