2025 წლის ოქროს გლობუსის წამყვანმა, ნიკი გლეიზერმა მონოლოგისას Diddy-ს წვეულებებზე იხუმრა

რეპერი წამყვანის მონოლოგისას სამიზნედ არაერთხელ იქცა.
ნიკი გლეიზერი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
Rich Polk/GG2025

5 იანვარს ბევერლი ჰილტონში ოქროს გლობუსის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის წამყვანი კომედიანტი და მსახიობი ნიკი გლეიზერი იყო. გლეიზერმა მონოლოგის დროს ჯერ ფილმ Wicked-ზე იხუმრა, შემდეგ კი თავისი სამიზნე 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სკანდალი – Diddy-ს გახმაურებული წვეულებები და ამჟამად პატიმრობაში მყოფი რეპერის მიმართ წაყენებული ბრალდებები გახდა. 

გლეიზერი მონოლოგის დროს ზენდეიას და Dune: Part Two-საც შეეხო. ამის შემდეგ, მან  2024 წლის კიდევ ერთ ფილმზე, Challengers-ზე იხუმრა, რომელშიც ასევე ზენდეია მონაწილეობს. გლეიზერმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ფილმი სექსუალურად უფრო მეტად არის დატვირთული, ვიდრე Diddy-ს ცხოვრების სტილი. „ვწუხვარ, წვეულებები წელს ისეთი კარგი აღარ იქნება, მაგრამ უნდა შევეგუოთ ფა გავაგრძელოთ ცხოვრება,” – თქვა წამყვანმა. „წელს არანაირი ბავშვების ზეთი –  მხოლოდ ბევრი ზეითუნის ზეთი“ 

შემდეგ გლეიზერმა აუდიტორიაში მყოფ კიტ ურბანს მიმართა და უთხრა, რომ მისი ცოლი, ნიკოლ კიდმანი, შარშან ამდენ ფილმში მხოლოდ იმიტომ იღებდა მონაწილეობას, რომ სახლში ყოფნა არ სურდა, როცა ურბანი გიტარას უკრავდა. გლეიზერის ხუმრობის ადრესატი გახდა პროდიუსერი ბენი ბლანკოც. დაჯილდოების ორგზის ნომინანტზე, სელენა გომესზე საუბრისას გლეიზერმა აღნიშნა, რომ ის „ახალ საქმროსთან, ბენი ბლანკოსთან“ ერთად ესწრებოდა ცერემონიას. „ბენი ბლანკო აქ იმიტომ არის, რომ ჯინმა ეს სურვილი აუხდინა. იღბლიანი ბიჭია,” – თქვა ნიკი გლეიზერმა. 

აღსანიშნავია, რომ ოქროს გლობუსების შოუს პროდიუსერია Dick Clark Productions, რომელიც Penske Media Corporation-ის საკუთრებაა. PMC ასევე Billboard-ის მშობელი კომპანიაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ემილია პერესი”, Shōgun, Wicked და 2025 წლის ოქროს გლობუსის სხვა გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი