არიანა გრანდეს თქმით, ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი იდეალური უნდა იყოს

მისი ბოლო ჩაცმულობის სტილმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, თითქოს გრანდეს ჰეპბერნის როლის შესრულება სურს.
არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი
არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი

როგორც ჩანს, არიანა გრანდე „მიზიდულობის კანონს“ კარგად იცნობს.  2011 წელს გამოქვეყნებულ ტვიტში და მის სიმღერაში Just Like Magic არიანა გრანდემ  Wicked-ში გლინდას როლის განსახიერება იწინასწარმეტყველა. 

7 იანვარს, სანამ გრანდეს პრესტიჟული ამერიკული კინოორგანიზაციის ეროვნული მიმოხილვის საბჭოს ყოველწლიური დაჯილდოების გალა ცერემონიაზე დააჯილდოებდნენ, მან გამოცემა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისი ვარდისფერი კაბა და თმის ვარცხნილობა ძალიან ჰგავდა ოდრი ჰეპბერნის სტილს.

„მიყვარს 50-60-იანი წლების გლამური, ეს უბრალოდ ჩემი საყვარელი სტილია. მიყვარს მერილინ მონრო, ოდრი ჰეპბერნი, ისინი ჩემი ფავორიტები არიან,“ — უპასუხა გრანდემ. როდესაც მას ჰკითხეს, ცდილობს  თუ არა, რომ ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის გმირის იმიჯის მორგებას ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“, მომღერალმა გაკვირვებით უპასუხა – „დიახ, მერე? ვფიქრობ ეს აუცილებლად  იდეალურად უნდა გაკეთდეს,“ — აღნიშნა გრანდემ ბიოგრაფიულ ფილმზე საუბრისას, შემდეგ კი ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა, რომ იგი ოდრი ჰეპბერნს შეადარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფიულ ფილმთან დაკავშირებით ჭორები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, პროექტში მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერ არ იგრძნობა. ბოლო ინფორმაციით, რეჟისორ ლუკა გუადანინოს რეჟისორობით ოდრი ჰეპბერნის როლზე რუნი მარა განიხილებოდა, თუმცა წელს მსახიობმა განაცხადა, რომ რეჟისორი პროექტის ნაწილი აღარ არის. აღსანიშნავია, რომ ოდრი ჰეპბერნთან მსგავსების გამო როლზე მსახიობი ლილი კოლინსიც მოიაზრებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პერის ჰილტონის მალიბუში მდებარე სახლი კალიფორნიაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა

შემდეგი სტატია

Eurythmics-ის კლიპმა Sweet Dreams (Are Made of This), YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი