Grimes-მა ორი აქამდე გამოუცემელი სიმღერის დემო ვერსია გამოუშვა

მომღერალმა კომპოზიციები I Don’t Give a F–k, im Insane და The Fool გამოსცა
Grimes Coachella-ს ფესტივალზე, 2024 წლის 14 აპრილი, კალიფორნია Matt Winkelmeyer/Getty Images for Coachella
Grimes Coachella-ს ფესტივალზე, 2024 წლის 14 აპრილი, კალიფორნია Matt Winkelmeyer/Getty Images for Coachella

24 თებერვალს Grimes-მა  ორი აქამდე გამოუცემელი სიმღერების დემო ვერსია გამოუშვა. მომღერლის თქმით,  გამოუქვეყნებელ ტრეკებს შორის ეს ორი სიმღერა მისი ფავორიტია.

გარკვეულწილად, ორივე მათგანი  Grimes-ისთვის ახალი მიმართულებაა, განსაკუთრებით კი აკუსტიკური ტრეკი –  The Fool, სადაც Grimes, 1994 წლის Mazzy Star-ის საკულტო ბალადა Fade Into You-ზე ახალ ტექსტს ასრულებს.

„ეს სიმღერა ყოველთვის მიყვარდა. უბრალოდ, Mazzy Star-ის ტრეკზე სხვა ტექსტი დავწერე, მაგრამ ფაილები სამუდამოდ დაიკარგა – ბავშვმა ლეპტოპზე სითხე გადაასხა. ეს მართლაც მშვენიერი იმპროვიზაცია იყო ჩემს ლექსზე. ნეტავ არ დავნებებულიყავი და საქმე ბოლომდე მიმეყვანა.“  – წერს Grimes-ი X-ზე.

პირველად ამ კომპოზიციის თიზერი  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნდა, სადაც  Grimes თავისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით შემდეგ ტექსტს მღერის: „სულელი ხარ, რადგან მთვარის ჩუქება დააპირე, მე კი მხოლოდ პოეზიის დაბრუნება შემიძლია. მითხარი, რა გავაკეთო და ვარსკვლავებს დავარწმუნებ, რომ შეგიყვარონ.“

რაც შეეხება მეორე სიმღერას, I Don’t Give a F–k, I’m Insane, ეს კომპოზიცია Grimes-ის მუსიკალურ სტილთან უფრო ახლოს დგას, რომელსაც საცეკვაო პოპ-დინამკა და Grimes-ის ჰაეროვანი ვოკალი ახლავს. 

„უბრალოდ კარგი ვიბრაციების გამო დღეს SoundCloud-ზე რამდენიმე ძველი სიმღერის დემო  ვერსია ავტვირთე.  ეს სიმღერა 2019 წელს ჩავწერე, მასზე  ბევრი დრო არ დამიხარჯავს, მაგრამ ჩემი ყოფილი მენეჯერი სულ მეუბნებოდა, რომ როგორმე ეს ტრეკი დამემთავრებინა და ჰიტად მექცია. როგორც ჩანს, დამავიწყდა… მას აშკარად დიდი პოტენციალი აქვს, ალბათ ერთ დღეს ვოკალს უკეთესად ჩავწერ და დავამუშავებ.“ – ამბობს მომღერალი.

ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში Grimes-მა ხელოვნური ინტელექტზე, მისი ყოფილი მეუღლის, ილონ მასკისა და მის საერთო შვილის ოთხი წლის X-ის საჯარო გამოჩენაზეც ისაუბრა. რამდენიმე ხნის წინ, ილონ მასკს ვაჟი თეთრ სახლში ვიზიტისას თან ახლდა.

„მართლა მინდა, რომ ხალხმა შეწყვიტოს ჩემი შვილის ფოტოების ყველგან გამოქვეყნება. ვფიქრობ, პოპულარობა ისეთი რამ არის, რაზეც ადამიანი თავად უნდა თანხმდებოდეს.” – აღნიშნა Grimes-მა და გააკრიტიკა ყოფილი პარტნიორი ილონ მასკი, რომელმაც შვილი თეთრ სახლში სამუშაო ვიზიტის დროს წაიყვანა.

„ის ასეთ ვითარებაში, საჯაროდ არ უნდა ჩანდეს. ეს კადრები აქამდე არ მინახავს. მადლობა, რომ გამაგებინეთ.” – დაწერა Grimes-მა, როცა თეთრ სახლში გადაღებულ კადრებში მისი მცირეწლოვანი შვილი იხილა. 

Grime-მა  X-ში ილონ მასკს პირდაპირაც მიმართა: „გთხოვ, მიპასუხე ჩვენი შვილის სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, რომ ამას საჯაროდ ვწერ, მაგრამ ამ ვითარების იგნორირება უკვე აღარ შეიძლება.” 

მოისმინეთ Grimes-ის სიმღერები: The Fool და I Don’t Give a F–k, im Insane.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ უეიტსის მუსიკა და პოეზია ამერიკულ უსახლკარობაზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალში გაჟღერდება

შემდეგი სტატია

წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი