Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მაილი საირუსი
Glen Luchford

მაილი საირუსი მეცხრე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა Something Beautiful. მუსიკოსი ალბომს თავად „უნიკალურ პოპ-ოპერას“ უწოდებს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 20-წლიან მუსიკალურ კარიერაში ეს მისი ყველაზე ამბიციური ნაბიჯი იქნება. 

Something Beautiful 30 მაისს გამოვა და მას ვიზუალური პროექტის სახე ექნება. დაანონსებული ალბომიდან მაილი საირუსმა ორი სიმღერა და ვიდეოკლიპი – Prelude და Something Beautiful წარადგინა. ასევე დააანონსა, რომ ალბომის პირველი სინგლი, End of the World ხუთშაბათს გამოვა. 

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.  

გარდა ამისა, პოდკასტში განიხილეს ჩარტების სიახლეები: როგორ დაიკავეს სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ Billboard 200-ის მეორე ადგილი თავიანთი პირველი ერთობლივი ალბომით და როგორ შედგა მორგან უოლენის ორი სიმღერის დებიუტი Billboard Hot 100-ის ჩარტში. 

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეითი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი ქეით კოულფილდი. 

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Beatles Evening Standard/Getty Images

The Beatles-ის ბიოგრაფიულ ფილმებზე ლეგენდარული ოთხეულის როლებზე მსახიობები შეირჩნენ

შემდეგი სტატია

ვინ იქნება Starring Georgia-ს მორიგი ვარსკვლავი?!

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი