მოუსმინეთ ლორდის ახალ სიმღერას What Was That 

ეს მომღერლის პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევარია 2021 წლის შემდეგ.
ლორდი
Thistle Brown

ერთი დღის შემდეგ, რაც ფანები ახალი სიმღერის პირადად წარდგენით გააოცა, ლორდმა ოფიციალურად გამოსცა მისი ბოლო სინგლი What Was That. ახალზელანდიელმა მომღერალმა  ზუსტად 12 საათით ადრე დააანონსა სიმღერა, რომელიც ლორდის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2021 წლის ალბომის, Solar Power-ის შემდეგ.

What Was That-ის ლაივ დებიუტი სამშაბათს, 22 აპრილს, ვაშინგტონის პარკში შედგა. მომღერალმა ფანები პარკში, დაუდგენელ ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც პოლიციამ მალევე დახურა, რადგან შესაბამისი ნებართვა გაცემული არ ყოფილა. 

უცნობია, იყო თუ არა კონცერტი  ლორდის გეგმაში, თუმცა  ფანები, რომლებმაც პოლიციის მოწოდების მიუხედავად ტერიტორია არ დატოვეს, მომღერლის გამოჩენით დაჯილდოვდნენ. ლორდმა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მართალია, მას What Was That ცოცხლად არ შეუსრულებია, თუმცა ახალი სინგლის ფონზე ფანებით გარშემორტყმულ სცენაზე იცეკვა. ეს კადრები სიმღერის თანმხლებ მუსიკალურ ვიდეოშიც მოხვდა, რომელშიც ლორდი ნიუ-იორკის გარშემო დადის. 

უკვე ორი კვირაა, რაც მომღერალი კარიერის ახალ ეტაპს აანონსებს. „უბრალოდ გამარჯობის თქმა მინდოდა. რადგან ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება. ეს ბოლო წუთებია, სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ. სიგიჟეა, მაგრამ ასეა. სრულიად მზად ვარ,” – ამბობდა მომღერალი ფანებისთვის გაზიარებულ ხმოვან შეტყობინებებში.

მოუსმინეთ ლორდის ახალ სიმღერას What Was That:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შაკილ ო’ნილი Inside the NBA-ს პირდაპირ ეთერში საპირფარეშოში გაიქცა

შემდეგი სტატია

ანუშკა ჩხეიძე მონჰაიმის ტრიენალეზე ექსპერიმენტულ საორგანო პროექტს წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი