ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი  ARGY თბილისში პირველად  დაუკრავს

Redium-ის ორგანიზებით კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიება კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ცნობილი არტისტი ARGY წარდგება.
ARGY
ARGY

20 ივნისს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური კოლექტივის, Afterlife-ის გამორჩეული არტისტი და ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი ARGY თბილისს ესტუმრება. 

წარმოშობით ბერძენი ARGY ელექტრონული მუსიკის DJ და პროდიუსერია, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური, დინამიკური ტექნო-ჰაუს ჟღერადობით. არტისტმა კარიერა ლონდონში მუსიკის ტექნოლოგიის შესწავლით დაიწყო, მისი 2005 წელს გამოსული ტრეკი Love Dose კი გლობალურ ანდერგრაუნდ ჰიტად იქცა, რომელმაც ARGY-ს საერთაშორისო სცენისკენ გზა გაუკვალა. 

არტისტი ისეთ ლეიბლებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Cadenza, Cocoon, Defected და Permanent Vacation.  მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები Tataki, Pantheon და Ketuvim მუდმივად ხვდება წამყვანი ჩარტების სათავეში. ARGY-ის 2024 წელს გამოსული ალბომი New World  Spotify-ზე 100 მილიონზე მეტ სტრიმს ითვლის და მუსიკალური კოლექტივის,  Afterlife-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება.

ARGY გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ ფესტივალებზე და კლუბებში, როგორიცაა Tomorrowland, EDC Vegas, Ultra, Panorama Bar (ბერლინი), Pacha და DC10 (იბიცა).


20 ივნისს, Redium-ის ორგანიზებით ARGY თბილისში, კუს ტბაზე დაუკრავს, ბილეთების გაყიდვა კი 28 აპრილს  Biletebi.ge-ზე დაიწყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

შემდეგი სტატია

ფესტივალი „თბილისი რიტმი” 4 მაისს იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი