თბილისის ჯაზ ფესტივალი 28-ე სეზონს ხსნის

თბილისის ჯაზ ფესტივალი სათავეს 1978 წლიდან იღებს და მას ორგანიზებას „ისთერნ ფრომოუშენი“ უწევს.
Tbilisi Jazz Festival

1-3 მაისს თბილისის 28-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებებს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს. ფესტივალი პირველ მაისს ამერიკელი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ლაკეშა ბენჯამინის კონცერტით გაიხსნება. მისი მუსიკა ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს აერთიანებს. 2 მაისს მსმენელის წინაშე გერმანელი მუსიკოსი თილ ბრონერი წარდგება. თბილისის 28-ე ჯაზ ფესტივალი 3 მაისს სტივ კოლმანისა და მისი ბენდის კონცერტით დასრულდება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯაზ საქსოფონისტის მუსიკა გამოირჩევა ფანკის, აფრიკული რიტმების, იმპროვიზაციის, ექსპერიმენტებისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზით.

თბილისის ჯაზ ფესტივალი სათავეს 1978 წლიდან იღებს და მას ორგანიზებას „ისთერნ ფრომოუშენი“ უწევს. წლების განმავლობაში ფესტივალმა არაერთ ლეგენდარულ მუსიკოსს უმასპინძლა, რის გამოც ის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კულტურულ ღონისძიებად მიიჩნევა.

თბილისის ჯაზ ფესტივალი წელს პირველად გაიმართება კოტე მარჯანიშვილის თეატრში. 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა, ამიტომ ფესტივალის პირველ მაისს გახსნას სიმბლური მნიშვნელობაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ „ისთერნ ფრომოუშენის“ სტრატეგიის მიხედვით, ჯაზ ფესტივალების სერიას მთელი წელი ეთმობა. როგორც ერთგული მსმენელისათვის უკვე ცნობილია, ფესტივალები ამ ეტაპზე ტარდება თბილისში, კახეთსა და ბათუმში, სხვადასხვა სეზონის შესაბამისად.

თბილისის ჯაზ ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბლუ აივი კარტერმა Cowboy Carter-ის ტურნეს გამხსნელ კონცერტზე იცეკვა

შემდეგი სტატია

The Weeknd, "Call Out My Name" Courtesy Photo

The Weeknd-ის სიმღერა Call Out My Name The Batman-ის რეჟისორისთვის ფილმის გაგრძელების შთაგონებად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი