Killages-მა და სტეფანე მღებრიშვილმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინეს

ვიდეოში გამოყენებულია შემსრულებლების 3D-სკანირებული ვიზუალები, რომლებიც ვიდეოჩანაწერებიდან აღებული მოძრავი კადრების მეშვეობით გაცოცხლდა და შემდეგ AI-ის გამოყენებით დამუშავდა.
Stephane X Killages – „გიჟივით გენდობი”

ჯგუფმა Killages და სტეფანე მღებრიშვილმა ერთობლივი სიმღერა და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნეს. „გიჟივით გენდობი” – ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც ინტერნეტსივრცეში 12 მაისს გამოჩნდა.

ვიდეოში გამოყენებულია შემსრულებლების 3D-სკანირებული ვიზუალები, რომლებიც ვიდეოჩანაწერებიდან აღებული მოძრავი კადრების მეშვეობით გაცოცხლდა და შემდეგ AI-ის გამოყენებით დამუშავდა. კლიპის პროდიუსერი საბა შენგელიაა. ვიდეოზე სტუდია REFLECT-მა იმუშავა. 

კლიპის შემქმნელების თქმით, საბოლოო შედეგი სრულად ციფრულია, თუმცა ადამიანურ ემოციასა და მუსიკის ენერგიას სინქრონში გადმოსცემს.

რაც შეეხება თავად სიმღერას, ეს Killages-ისა და სტეფანე მღებრიშვილის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. როგორც ჯგუფის წევრი გუგა მაჭარაშვილი Billboard Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა:

„ერთხელ სტეფანე მესტუმრა და თავისი იდეები გამიზიარა. სწორედ ამან მომცა შთაგონება და მეორე დღესვე გავუგზავნე ტრეკი. სიმღერის შინაარსი ისეთია, რომ ყველა მსმენელი თავისებურად აღიქვამს. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სიმღერა შეყვარებულზე, ვიღაცისთვის – მეგობარზე, საკუთარ თავზე, საყვარელ ფეხბურთის გუნდზე და ასე შემდეგ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობა საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელსაც დაატოვებინა

შემდეგი სტატია

მადონა შონ ლევისა და „ნეტფლიქსთან” ერთად ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი