სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ ახალი კომპოზიცია Silent Isolation გამოუშვა

ეს არის ნაწარმოები, რომელიც სიღრმისეულად ეხება ადამიანის შინაგან მარტოობას, სევდასა და გულწრფელ განცდებს.
Sandro Bibich - Silent Isolation - Cover Art: Elene Alavidze
Sandro Bibich – Silent Isolation – Cover Art: Elene Alavidze

9 მაისს მუსიკოსმა სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ (Sandro Bibich) მსმენელს ახალი კომპოზიცია Silent Isolation წარუდგინა. სიმღერა სრულად გადმოსცემს ადამიანის შინაგან განცდებს. ტექსტისა და მუსიკის ავტორი  ბიბი კვაჭაძეა, კომპოზიციის გრაფიკული დიზაინი კი ელენე ალავიძეს ეკუთვნის.

Sandro Bibich – მუსიკოსი:

„ეს იდეა პანდემიისას გაჩნდა და ეკუთვნის მამას, ბიბი კვაჭაძეს. მან დაწერა ტექსტი და მელოდია. როდესაც მოვისმინე, ძალიან ახლოს მივიტანე გულთან და მომინდა მასზე მუშაობა. დანარჩენი ნაწილი – პროდიუსინგიც, მიქსინგიც და მასტერინგიც მე მეკუთვნის. 

ჩემთვის ეს სიმღერა არის ადამიანზე, რომელიც სიმარტოვეშია. ცხოვრებამ რაღაც წაართვა, რაღაც ნაწილმა დატოვა მისი ცხოვრება და არსებობა, სევდიან განწყობაზეა და გვიმღერის. შემოქმედებითი პროცესის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ადამიანს ფრთები შევასხი და ეს იყო დიდი ერთიანობის და სიყვარულის შეგრძნება.” – აღნიშნა „ბილბორდ საქართველოსთან” საუბრისას მუსიკოსმა.

მოისმინეთ სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის კომპოზიცია Silent Isolation:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Latto 2025 წლის 8 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, ფოტო: ქრისტოფერ პოლკი

Latto ახალი სინგლის, Somebody-ს გამოცემას აანონსებს

შემდეგი სტატია

Nick Cave & The Bad Seeds - ფოტო: მეგან კულენი

ნიკ კეივის თქმით ის ხშირად ნიკოლას კეიჯში ეშლებათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი