მადონას სიტყვებს, რომ შონ პენი მისი ცხოვრების სიყვარულია, მსახიობი 30 წლის შემდეგ ეხმაურება

„მრავალი წელია, რაც ის ჩემთვის კარგი მეგობარია,” – აღნიშნა შონ პენმა.
მადონა და შონ პენი. 2016 წლის 9 იანვარი.
Steve Granitz/WireImage

1991 წლის დოკუმენტურ ფილმში Truth or Dare, მადონამ განაცხადა, რომ შონ პენი მისი ცხოვრების სიყვარული იყო. ახლა, სამი ათწლეულის შემდეგ, მსახიობი ამ თემაზე საკუთარ აზრს გამოთქვამს.

The Louis Theroux Podcast-ის ახალ ეპიზოდში პენმა თქვა, რომ მისი ყოფილი ცოლი დოკუმენტურ ფილმში ამ თემაზე საუბრისას „ძალიან საყვარელი” იყო. როდესაც პენს ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა მადონას სიტყვები, მან უპასუხა: „მახსოვს. მრავალი წელია, რაც ის ჩემთვის კარგი მეგობარია”.

ოსკაროსანმა მსახიობმა მადონასთან ოთხწლიან ქორწინებაზეც ისაუბრა. 1986 წელს წყვილმა ფილმში Shanghai Surprise  ერთად მიიღო მონაწილეობა. 1989 წელს მადონა და შონ პენი განქორწინდნენ, თუმცა მეგობრობა შეინარჩუნეს.

„მალე მივხვდით, რომ კარგი პირველი პაემანი ქორწინების საფუძვლად შეცდომით ვაქციეთ. განქორწინების შემდეგ არ გაგვჭირვებია, რომ მეგობრული ურთიერთობა დაგვებრუნებინა. მასთან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს,” – აღნიშნა შონ პენმა. მსახიობმა ასევე თქვა, რომ ქორწინების დროს ბევრ ალკოჰოლს იღებდა და ამის გამო მადონასგან საყვედური დამსახურებული და სამართლიანი იყო. 

მადონამ შონ პენთან განშორების შემდეგ, 2000 წელს რეჟისორ გაი რიჩიზე იქორწინა, თუმცა წყვილი 2008 წელს დაშორდა. პენი 1996-2010 წლებში მსახიობ რობინ რაიტზე იყო დაქორწინებული, ხოლო 2020-2022 წლებში – ლეილა ჯორჯზე.

პენის კომენტარის საჯაროდ გავრცელებამდე ცნობილი გახდა, რომ მადონას ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობა დაწყებულია. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ვარსკვლავი შონ ლევისთან ერთად Netflix-ის მინი სერიალზე მუშაობს, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერას მიეძღვნება.

მადონა ამავდროულად მუსიკაზეც არის ფოკუსირებული. ის თანამშრომლობს  პროდიუსერ სტიუარტ პრაისთან, რომელმაც მადონას 2005 წლის ჰიტად ქცეული ალბომი – Confessions on a Dance Floor შექმნა. უკვე ექვსი წელია, რაც მადონას ახალი ალბომი არ გამოუშვია. მისი ბოლო სტუდიური ნამუშევარი Madame X 2019 წელს გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Scifi Tragedy – ნინი ნუციბიძის და Nikakoi-ს ახალი კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

50 Cent – 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპაში Legacy Tour-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი