საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორე ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.
Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025
Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia | Second Semi-Final | Eurovision 2025

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს, მარიამ შენგელიას მიერ შესრულებულმა სიმღერამ  კი მაყურებელთა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა და ფინალურ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო.   

საქართველოს წარმომადგენელი შიდა შერჩევის გზით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოავლინა.  სიმღერა Freedom ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, მეორე ნახევარფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.

ევროვიზიის 2025 წლის საფინალო შოუ კი 17 მაისს ბაზელში გაიმართება, სადაც 26 ქვეყანა – პირველი და მეორე ნახევარფინალის კონკურსანტები, დიდი ხუთეულის ქვეყნები,  (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) და მასპინძელი ქვეყანა –  შვეიცარია იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ  საბავშვო ევროვიზიის 2025 წლის კონკურსი საქართველოში ჩატარდება. ღონისძიების მასპინძელი თბილისი მას შემდეგ გახდა, რაც გასულ წელს, საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა სიმღერით To My Mom. ეს კი საბავშვო ევროვიზიაში საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში ერთობლივი ალბომის სახელწოდებას განმარტავენ

შემდეგი სტატია

Tamada – For You I Would Be Enough (feat. Stephane) | Lyrics Video

Tamada-ს და სტეფანე მღებრიშვილის კოლაბორაციული სიმღერა –  For You I Would Be Enough

შეიძლება დაგაინტერესოთ

Giorgi Marr's One Man Army - Stranger In Your Eyes

Giorgi Marr’s One Man Army-მ ახალი სინგლი Stranger In Your Eyes და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარადგინა

„ტექსტს რაც შეეხება, ძალიან პირადულია, „ლავ სთორია“ და ერთ კონკრეტულ დღეზეა, რაც პირდაპირ აისახება სიმღერაშიც.“ - გიორგი მარი.
მეტი
Jay-Z - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფილადელფიის სტადიონი, 2026 წლის 14 ივნისი. Dan Mullan/Getty Images

Jay-Z-იმ ალბომ 4:44-ის ცხრა წლის იუბილეზე ექსკლუზიური ბონუს სიმღერები ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა

სიმღერები, რომლებშიც მისი ქალიშვილი Blue Ivy და ჯეიმს ბლეიკი მონაწილეობენ, მანამდე ექსკლუზიურად მხოლოდ Tidal-ზე იყო ხელმისაწვდომი.
მეტი
Coldplay, კრის მარტინი 2024 წლის Billboard Music Awards-ზე. Anna Lee/Penske Media

Coldplay-ს ადრეული სტუდიური ჩანაწერები და კრის მარტინის აქამდე უცნობი დემო-ვერსია ფილმისთვის „ჯეიმს ბონდი“ აუქციონზე გაიყიდება

კოლექციის ძირითადი ნაწილი ლონდონის Orinoco Studios-ში Coldplay-ს Blue Room-ის სესიებს მოიცავს
მეტი
ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი