ბარბრა სტრეიზანდმა My Valentine პოლ მაკარტნისთან ერთად ჩაწერა

სიმღერა შევა სტრეიზანდის დუეტების ალბომში The Secret of Life: Partners, Volume 2.

ბარბრა სტრეიზანდმა მომავალი დუეტების ალბომისთვის პოლ მაკარტნის My Valentine-ის მასთან ერთად შესრულება სთხოვა. სიმებისა და ფორტეპიანოს ფონზე სიმღერის პირველ სტროფს სტრეიზანდი ასრულებს, შემდეგ კი მას სერ პოლი უერთდება.

სასიყვარულო სიმღერა თავდაპირველად მაკარტნის 2012 წლის სოლო ალბომის, Kisses on the Bottom-ის მთავარი სინგლი და ერთ-ერთი სიმღერა იყო ალბომის ორი ორიგინალური კომპოზიციიდან. გიტარის პარტიას აქ ერიკ კლეპტონი ასრულებდა. 

My Valentine-ის ახალი ვერსია რიგით მეორე სიმღერაა, რომელიც სტრეიზანდმა მომავალი ალბომიდან გამოსცა. The Secret of Life: Partners, Volume 2 სიქველია 11 წლის წინანდელი ალბომისა Partners, რომელიც 2014 წელს გრემიზე იყო წარდგენილი. ალბომი 27 ივნისს გამოვა. 

დუეტის გამოცემამდე ლეგენდარულმა „სასაცილო გოგონამ” ინსტაგრამზე მაკარტნისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „დიდი ბედნიერებაა My Valentine-ის პოლ მაკარტნისთან ერთად ჩაწერა. სტუდიაში მის გვერდით დროის გატარება მართლაც განსაკუთრებული იყო,” – დაწერა მომღერალმა.

პოლ მაკარტნის გარდა, სტრეიზანდის 37-ე სტუდიურ ალბომში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ა-კლასის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჰოზიერი, ჯეიმს ტეილორი, ბობ დილანი, ტიმ მაკგროუ, მერაია კერი და არიანა გრანდე. 

მოუსმინეთ ბარბრა სტრეიზანდისა და პოლ მაკარტნის დუეტს My Valentine:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jin Courtesy of BIGHIT MUSIC

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

Lucaroi - Ms Policeman

Lucaroi-ს ახალი სიმღერა Ms policeman

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი